დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016486 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2019 - 07/08/2019)
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ დანართების შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge.11/01/2018, 190020020.35.162.016420). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა
|
ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება. |
მუხლი 1.
პროგრამის სახელწოდება |
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა“. |
მუხლი 2.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 533,520 (ხუთას ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცი) ლარს. |
მუხლი 4.
პროგრამის დაფინანსების წყარო |
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები |
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 1 წელი); მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით დამტკიცებული ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები; ბ) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვები; გ)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე); დ) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე); ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები; ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები; ზ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; თ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები; ი) ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა; კ) უპატრონო მიცვალებული; ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები; მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები; ნ) ა(ა) იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტი; ო) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები; პ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები; ჟ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ავადმყოფები; რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან; ს) უსინათლოები; ტ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები; უ) დაუნის სინდრომის მქონე პირები; ფ) აუტისტური სპექტრის მქონე პირები; ქ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები. |
მუხლი 6.
სოციალური დახმარების ოდენობა |
სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:
ა) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისსთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის – ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 100 ლარის ოდენობით; ბ) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი); დ) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) --100 ლარი (საახალწლო კალათი – 50 ლარი, სააღდგომო კალათი – 50 ლარი); ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი; ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 250 ლარი; ზ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები; ზ.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება- 9 მაისის დღესასწაულისათვის – 250 ლარი; ზ.ბ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის-250 ლარი; თ) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას – 100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას – 200 ლარი; ი) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარი; კ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები-200 (ორასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ – 100-100 ლარი); ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა – 1500 ლარი; მ)უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – 158.020 (ას ორმოცდათვრამეტიათას ოცი) ლარი; ნ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის-არაუმეტეს 500 ლარი; ო) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად--ყოველთვიურად არაუმეტეს 100(ასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში; პ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება – წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი; ჟ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირებისა და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან – არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი; რ) უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი; ს) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 (ხუთასი) ლარი; ტ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი; უ) აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ფ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება – 250 (ორას ორმოცდაათი ლარი). |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების გაცემის წესი |
1.პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.
2. კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია. 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის „ბ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. ამასთანავე „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს. 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება. 7.არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე. 8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. 9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით. |
მუხლი 8.
სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებისას: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მრავალშვილიანი ოჯახის ან მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, შესაბამისად, შვილების დაბადების მოწმობის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ვ) აბონენტის ნომერი. 2. ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსებისას: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; დ) ფორმა N IV 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. 3. 95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) 95 წელს გადაცილებული პირის პირადობის მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 5. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 6. გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად: ა) უფლებამოსილი პირის განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და აქტი; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 7. მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21პუნქტოთ გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას) ოჯახების დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 8. ოჯახების დასახმარებლად პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა): ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის/ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 9. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯისათვის: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიმართვა; ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 10. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; დ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 11. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი აქტი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 12. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ავადმყოფების მედიკამენტების დასაფინანსებლად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ვ) კალკულაცია აფთიაქიდან; ზ) რეცეპტების ქსეროასლები. 13. განსაკუთრებულ შემთხვევებში ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; დ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 14. უსინათლოების დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 15. ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება; ვ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება; ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 16. დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 17. აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან 18. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა დახმარებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე; ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან. |
მუხლი 9.
პროგრამის განხორციელების შედეგი |
პროგრამის განხორციელების შედეგია:
ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება. |
მუხლი 10.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მეშვეობით. |
მუხლი 11.
პროგრამის შეფასება |
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით, 2019 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით; ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულება; გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა. |
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
|
დოკუმენტის კომენტარები