„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016502
17
04/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
190020020.35.162.016502
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2019 წლის 4 დეკემბერი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.01.2019, 190020020.35.162.016486)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 ,, ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ორი წელი);  მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

1

ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 100 ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე:

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ორი წელი);
  2. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და არ იღებენ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 პუნქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად დახმარებას;
  3. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

70

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7 000

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი