საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე

საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.020996
680
29/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
360160000.10.003.020996
საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №680

2018 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022  წლების  ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEHAP-2)“ (შემდგომში – ეროვნული სამოქმედო გეგმა).

2. ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

3. ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ:

ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ტექნიკური და ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ ქვეყნებთან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე