თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016345
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
241
28/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
010250050.35.157.016345
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2019 - 25/04/2019)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №241

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი, აგრეთვე კლასების გადანაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი №1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი), ადგენს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას,  განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრული ფლობის ღირებულებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო;

გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს  კონკრეტულ თანამშრომელზე;

ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.


მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
1. განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:

ა) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერს;

გ) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

დ) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს.

ე)  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს


მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორ­ციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავ­ტო­მობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წი­ლა­დი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მი­ხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკ­ლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამო­რიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდა­პირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნუ­ლი ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით.


მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკა­ციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვ­ნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარ­ტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნი­კურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემ­დ­გომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში და­დ­გენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლა­სის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექ­მნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთა­ვა­ზე­ბისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყვე­ლაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედუ­რის დაცვით.

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

5.  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დად­გენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

6.  ყოველი კონკრეტული შესყიდვისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

7. ამ წესის მიზნებისათვის   გამოიყენება  მეორე  კლასის ავტომობილები, რომლებიც  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნე­ბი – ცხრილი №1-ის შესაბამისად;

ა.ე) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექ­ნი­კური მოთხოვნები - ცხრილი №2-ის შესაბამისად;

ა.ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის არაუმეტეს – $16800 დოლარის ეკვივალენტი ლარში;

ა.ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის არაუმეტეს – $24300 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

8. მეორე კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

ა) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დ) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

ე) ე)  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები

9. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გან­საზ­ღვრულია ცხრილი №1-ით; ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავ­ტო­მობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით.

ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.



ცხრილი 1

მსუბუქი   ავტომობილები

ძრავას   მოცულობა   არანაკლებ

(მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე)

1.1

ცხენის   ძალა   არანაკლებ

77

გადაცემათა   კოლოფი

მექანიკური,  არანაკლებ  5- საფეხურიანი

სიგრძე   არანაკლებ

3850

სიგანე   არანაკლებ

1695

სიმაღლე   არანაკლებ

1455

წვა  (შერეული   წვის   პირობებში)

100  კმ/ზე   არაუმეტეს

8  ლიტრი

საგარანტიო   პირობები

5  წელი   ძირითად   აგრეგატებზე  (ძრავა ,  ხიდი ,

გადაცემათა   კოლოფი), 3  წელი   ან  150000  კილომეტრი

( რომელიც   ადრე   შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე ,

გარდა   სწრაფცვეთადი   ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები,  შუშის   საწმენდი   ჯაგრისები,

გადაბმულობის   ქურო ,  საყრდენი   დისკი   დამომჭიმი   საკისარი)

უსაფრთხოების   დამადასტურებელ

დოკუმენტად   ჩაითვალოს:  შემოთავაზებული

მარკის   ავტომობილის   ნებისმიერ   მოდელზე

აღებული   შესაბამისი   ქრაშტესტის   სერტიფიკატი

NCAP (ევრო   ქრაშტესტი)  ან  IIHS (ამერიკულიქრაშტესტი)

ან  JNCAP (იაპონური   ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ   წინა   ორი

აუცილებელი   მოთხოვნა

სათადარიგო   საბურავი

 

აუცილებელი   მოთხოვნა

წინა  2  უსაფრთხოების   ბალიში

აუცილებელი   მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი   მოთხოვნა

აუდიოსისტემა,    უკანა   საქარე   მინის   ელ.  გათბობა

აუცილებელი   მოთხოვნა

საჭის   გამაძლიერებელი

აუცილებელი   მოთხოვნა

ABS

 


ცხრილი 2

მაღალი   გამავლობის

მსუბუქი   ავტომობილები

ძრავას   მოცულობა   არანაკლებ

(  მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე)

1.0

ცხენის   ძალა   არანაკლებ

82

გადაცემათა   კოლოფი

მექანიკური,  არანაკლებ  5- საფეხურიანი

სიგრძე   არანაკლებ

3665

სიგანე   არანაკლებ

1600

სიმაღლე   არანაკლებ

1575

წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ /ზე  

არაუმეტეს

9.3  ლიტრი

საგარანტიო   პირობები

5  წელი   ძირითად   აგრეგატებზე  (ძრავ,  ხიდი,

გადაცემათა   კოლოფი), 3  წელი   ან  150000  კილომეტრი

(რომელიც   ადრე   შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე,

გარდა   სწრაფცვეთადი   ნაწილებისა  (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები,  შუშის   საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის   ქურო ,  საყრდენი   დისკი   და მომჭიმი   საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს:  შემოთავაზებული

მარკის   ავტომობილის ნებისმიერ   მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის  სერტიფიკატი

NCAP (ევრო   ქრაშტესტი)  ან  IIHS (ამერიკული   ქრაშტესტი)

ან  JNCAP (იაპონური   ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ   წინა   ორი

აუცილებელი   მოთხოვნა

სათადარიგო   საბურავი

აუცილებელი   მოთხოვნა

წინა  2  უსაფრთხოების   ბალიში

აუცილებელი   მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი   მოთხოვნა

აუდიოსისტემა,  უკანა   საქარე   მინის   ელ.  გათბობა

აუცილებელი   მოთხოვნა

საჭის   გამაძლიერებელი

აუცილებელი   მოთხოვნა

ABS

აუცილებელი   მოთხოვნა

4X4