დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016451 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნებს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N241 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03.01.2019 წ., სარეგ. კოდი 010250050.35.157.016345) დამტკიცებულ დანართ N1-ში:
1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები 1. განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს; გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს; დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს; ე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს; ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს; ზ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს; თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ს და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებს. 2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და სპეციალიზირებული კლასის ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავის ზეთის ხარჯი; გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლები; თ) ძრავის ღვედი; ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით. 4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. 5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 7. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ით, მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით, ხოლო სპეციალიზირებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №3-ით. 8. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით“. 3. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესს“ დაემატოს ცხრილი №3 თანდართული რედაქციით |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ცხრილი №3
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები