„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016505
401
24/11/2023
ვებგვერდი, 29/11/2023
010250050.35.157.016505
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №401

2023 წლის 24 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №241 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03.01.2019 წ., სარეგ. კოდი 010250050.35.157.016345) დამტკიცებულ დანართ №1-ში:

1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკა­ციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვ­ნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი,  მაღალი გამავლობის და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების სტანდარ­ტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნი­კურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემ­დ­გომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში და­დ­გენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლა­სის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექ­მნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთა­ვა­ზე­ბისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყვე­ლაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედუ­რის დაცვით.

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

5.  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დად­გენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

6.  ყოველი კონკრეტული შესყიდვისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

7. ამ წესის მიზნებისათვის  გამოყენებული განპიროვ­ნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გან­საზ­ღვრულია ცხრილი №1-ით,  მსუბუქი მაღალი გამავლობის ავ­ტო­მობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით, ხოლო სპეციალიზებული კლასის  ავ­ტო­მობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №3-ით.

8. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით“.

2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესიდან“ ამოღებულ იქნეს  ცხრილი №4 .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე