დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 238 |
დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016342 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2018 - 14/01/2019)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8952.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 7793.3 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 217.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 941.7 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7582,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1246.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა (ხარჯები) 1294.5 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება (შემოსავლები) 48.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (გარდამავალი ნაშთი) 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 10.0 ათასი ლარის ოდენობით და ხარჯვის განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 217.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 90.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 114.3 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 12.7 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ექსპლუატაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გაწმენდა, აღნიშნულ ღონისძიებისთვის განსაზღვრულია 30.0 ათასი ლარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2015 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (სესხის დაფარვა) გათვალისწინებულია 203,3 ათასი ლარი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის და თანადაფინანსების სახით გათვალისწინებულია 59,1 ათასი ლარი, კერძოდ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან სოფ. ქოსალარში მისასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებზე 40,5 ათასი ლარი, ხოლო სოფ. მაწევანში მისასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებზე 18,6 ათასი ლარი (5 % თანადაფინანსება). საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა 30.0 ათასი ლარი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 30.0 ათასი ლარი. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება. 1.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების (სასმელი წყლის) ქსელის მოვლა-შენახვა. ბიუჯეტის ფარგლებში 350,0 ათასი ლარით დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყარო-წყალი“, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების ქსელის რეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას. წყალმომარაგების სისტემის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად განისაზღვროს 20,0 ათასი ლარი. სოფელ ირაგის სოფელ ალექსეევკის რეზერვუარების მშენებლობისათვის განისაზღვროს 150,0 ათასი ლარი. სოფელ ქსოვრეთის რეზერვუარის მშენებლობისათვის განისაზღვროს 50,0 ათასი ლარი. 1.2.2. საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროში მდებარე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რომლისათვისაც გათვალისწინებულია 5,3 ათასი ლარი. 1.2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში 80,0 ათასი ლარით დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა. 70,0 ათასი ლარით დაფინანსდება გარე განათების ქსელის მიერ გახარჯული ელ ენერგიის ღირებულება. გარე განათების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად განისაზღვროს 20,0 ათასი ლარი. ტექნიკური პირობის ასაღება განისაზღვროს 10,0 ათასი ლარი. სოფლების გარე განათებების მოწყობისათვის განისაზღვროს 100,0 ათასი ლარი. 1.2.4. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, 839.8 ათასი ლარით დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ნაგვის სეპარირებისათვის საჭირო მასალების შესაძენად და მომსახურებისათვის გათვალისწინებული იქნეს 40,4 ათასი ლარი. ნაგვის სეპარირებისათვის საჭირო შენობის ასაშენებლად განსაზღვრული იქნეს 25,0 ათასი ლარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (სესხის დაფარვა) გათვალისწინებულია 49,9 ათასი ლარი. 1.2.5. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2019 წლის განმავლობაში თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. 1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა. 1.3.1. საბავშო ბაღების სპორტული მოედნების და ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია. მათ შორის, საბავშო ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა და მრავალბინიანი შენობების სახურავების რეაბილიტაცია. ახალაშენებული საბავშო ბაღების კეთილმოწყობა. დაბა მანგლისში ე.წ. „სოფლის სახლის" სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იქნეს 25,4 ათასი ლარი. სოფელ მარაბდის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იქნეს 160,0 ათასი ლარი. სოფელ დიდგორში სპორტული მოედნის მოწყობისათვის განსაზღვრული იქნეს 60,0 ათასი ლარი. დაბა მანგლისში სპორტული მოედნის მოწყობისათვის განსაზღვრული იქნეს 60,0 ათასი ლარი. შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის განისაზღვროს 15,0 ათასი ლარი. სპორტული მოედნების და სკვერების მოსაწყობად რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის განისაზღვროს 10,0 ათასი ლარი. 1.3.2. ურბანული ტერიტორიის მოწყობა, (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ.თეთრიწყაროს ურბანულ განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების ჩართულობა. სპეც. ტექნიკის შესაძენად განსაზღვრული იქნეს 500,0 ათასი ლარი. 1.3.3. მიწის აზომვითი და საპროექტო სამუშაოების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზების – ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 4,9 ათასი ლარი. 1.3.4. ა(ა)იპ „მუციპალიტეტის განვითარების ფონდი“ (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი“-ს დაფინანსება, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მართვის ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევას; საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფულადი შემოწირულობებისა და სხვა ფინანსური საშუალებების მოზიდვა. მუნიციპალური ან სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საჭირო პროექტების განხორციელება. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 750-მდე ბავშვი. ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის” ფინანსური მხარდაჭერა, რათა სკოლას, რომელიც აერთიანებს 11 სპორტულ სექციას და 200-მდე სპორტსმენს, ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყოს სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 01) 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, რომელიც იცავს 11000 -მდე ექსპონატს. 3.2.2 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „სახელოვნებო სკოლა“, სადაც ფუნქციონირებს 12 წრე. 3.2.3 კულტურის გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 03) 2018 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება – კულტურის ცენტრი", რომელშიც გაერთიანებულია 8 ბიბლიოთეკა და ფუნქციონირებს 12 წრე. - „საქართველოს ეროვნული ინტერნეტ ჩემპიონატ ეტალონის“ კონკურსის ჩასატარებლად განისაზღვრა 3,0 ათასი ლარი 3.2.4 რელიგია (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-თეთრიწყაროს საეპარქიო სამმართველოს ფინანსური მხარდაჭერა. 3.2.5 მუსიკალური სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ორი მუსიკალური სკოლა – ააიპ „თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 210-მდე მოსწავლე. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას 4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ძირითადად 10 პროგრამას აფინანსებს.
4.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. 4.2.2. ხანდაზმულთა (ეკონომიურად შეჭირვებულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ დაფინანსება, რომლის მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისა და ზოგადად, ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში რეგისტრირებულ ბენეფიციართა ყოველდღიურად ცხელი საკვებით უზრუნველყოფა და სოფლად რეგისტრირებულ ბენეფიციართა ყოველთვიური მშრალი პროდუქტებით დახმარება. 4.2.3. მარჩენალდაკარგულ პირთა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების მცირეწლოვანი ბავშვების, უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება (18 წლამდე), აგრეთვე დედით, ან მამით ობოლი ბავშვების (18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება. 4.2.4. დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისთვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარი 4.2.5 გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება. 4.2.6 მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ან მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯები – ომის მონაწილეზე 250 ლარი, მათთან გათანაბრებულ პირებზე 100 ლარი. 4.2.7 სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი 250 ლარი, სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი – 100 ლარი. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების ღონისძიებები. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები