დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის #238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 266 |
დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016370 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, სარეგ. კოდი: 190020020.35.157.016342) დამტკიცებულ დანართში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15307,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7793.3 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6245,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1269,2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9062,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8994,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა (ხარჯები) 9233,2 ათასი ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება (შემოსავლები) 238,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2761.6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით;
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (გარდამავალი ნაშთი) 2885.1 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 123.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 29,4 ათასი ლარის ოდენობით და ხარჯვის განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 217.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 100.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 114.3 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 2.7 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ექსპლუატაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გაწმენდა, აღნიშნულ ღონისძიებისთვის განსაზღვრულია 30.0 ათასი ლარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2015 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (სესხის დაფარვა) გათვალისწინებულია 203,3 ათასი ლარი. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისათვის განისაზღვროს 256.0 ათასი ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად - 100,0 ათასი ლარი. სოფელ ასურეთში ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განისაზღვროს 158,2 ათასი ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განკარგულებით გამოყოფილი 3 262,6 ლარითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 167,8 ათასი ლარით 2019 წელს დაფინანსდეს 670.8 ათასი ლარი (მათ შორის, განკარგულებით გათვალისწინებული 637.6 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64,6 ათასი ლარი) და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის N2426 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი 292,8 ლარით დაფინანსდეს ქ. თეთრიწყაროში მარაბდის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებით (ცვლილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 იანვრის N6, 2019 წლის 12 თებერვლის N214, 2019 წლის 01 მარტის N450, 2019 წლის 17 მაისის №1125 და 2019 წლის 25 ივნისის N1478 განკარგულებები) გამოყოფილი 3355,7 ათასი ლარით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გამოყოფილი 289,6 ათასი ლარით დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის თანხების გამოყოფის შესახებ” 2017 წლის 15 დეკემბრის N2626 განკარგულების შესაბამისად სოფელ კოდაში გამავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილი 300.7 ათასი ლარიდან დარჩენილი ეკონომია 8.9 ათასი ლარი გათვალისწინებული იქნას 2019 წელს. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N 1280 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე გამოყოფილი 130,6 ათასი ლარიდან 2019 წელს გათვალისწინებული იქნას 0.6 ათასი ლარი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვის მიზნით განისაზღვროს 4.2 ათასი ლარი (2018-2019 წ.წ.) 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება. 1.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების (სასმელი წყლის) ქსელის მოვლა-შენახვა. ბიუჯეტის ფარგლებში 365,0 ათასი ლარით დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყარო-წყალი“, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების ქსელის რეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას.
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკასა და სოფელ ირაგაში ახალი წყალშემკრები რეზერვუარების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვის მიზნით განისაზღვროს 9,9 ათასი ლარი (2018-2019 წ.წ.). 1.2.2. საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროში მდებარე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რომლისათვისაც გათვალისწინებულია 5,3 ათასი ლარი. 1.2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში 80,0 ათასი ლარით დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა. 151,8 ათასი ლარით დაფინანსდება გარე განათების ქსელის მიერ გახარჯული ელენერგიის ღირებულება.
1.2.4. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, 839.8 ათასი ლარით დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ნაგვის სეპარირებისათვის საჭირო მასალების და მომსახურებისათვის გათვალისწინებული იქნეს 40,4 ათასი ლარი. ნაგვის სეპარირებისათვის საჭირო შენობის ასაშენებლად განსაზღვრული იქნეს 92.0 ათასი ლარი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად (სესხის დაფარვა) გათვალისწინებულია 49,9 ათასი ლარი. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე გათვალისწინებული იქნეს 4.9 ათასი ლარი. 1.2.5. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2019 წლის განმავლობაში თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1340 განკარგულებით გამოყოფილი 843,3 ათასი ლარიდან დარჩენილი ეკონომია 226.7 ათასი ლარი გათვალისწინებული იქნეს 2019 წელი. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ 2017 წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1679 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი 175.0 ათასი ლარიდან 2019 წელს 35.0 ათასი ლარით დაფინანსდეს სოფელ დიდგორის, სოფელ კლდეისის და სოფელ ზირბითის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №1213 განკარგულების თანახმად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის (სოფელ გოლთეთის გზის რეაბილიტაცია) განსაზღვრული 115,0 ათასი ლარიდან დარჩენილი ეკონომია 6.3 ათასი ლარი გათვალისწინებული იქნეს 2019 წელს. „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 19 აპრილის №836 განკარგულების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაობისათვის განისაზღვრა 127.644 ლარი, ამავე სამუშაოების თანადაფინანსებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იქნეს სამუშაოების ღირებულების 5% - 6,7 ათასი ლარი. 1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა. 1.3.1. საბავშო ბაღების, სპორტული მოედნების და ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია. მათ შორის, საბავშო ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა და მრავალბინიანი შენობების სახურავების რეაბილიტაცია. ახალაშენებული საბავშო ბაღების კეთილმოწყობა.
საქართველოს მთავრობის 17 ივნისის №1371 განკარგულების საფუძველზე "ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოდის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იქნა 708.3 ათასი ლარი. მათ შორის :
1.3.2. ურბანული ტერიტორიის მოწყობა, (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ.თეთრიწყაროს ურბანულ განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების ჩართულობა. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) (პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით შეძენილი გრეიდერის შემდგომ წლებში მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური. სპეც. ტექნიკის შესაძენად განსაზღვრული იქნეს 500,0 ათასი ლარი. 25.0 ათასი ლარით განხორციელდეს ქვემო ქართლის რეგიონში რეგიონალური განვითარების სააგენტოს ფონდის თანადაფინანსება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობისათვის გათვალისწინებული იქნეს 4,9 ათასი ლარი სექციური სიჩქარის და ვიდეო კონტროლის სამეთვალყურეო კამერების განთავსებისას შესაძლო ვიდეო/ფოტოგადაღების შესახებ სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნების შესყიდვისა და მონტაჟის მიზნით გათვალისწინებული იქნეს 10,0 ათასი ლარი. ქ.თეთრიწყაროში, თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარე წყაროს (ე.წ. „თეთრიწყარო“) გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იქნეს 45.0 ათასი ლარი 1.3.3. მიწის აზომვითი და საპროექტო სამუშაოების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზების – ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 4,9 ათასი ლარი 1.3.4. ა(ა)იპ „მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი“ (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის“ დაფინანსება, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მართვის ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევას; საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფულადი შემოწირულობებისა და სხვა ფინანსური საშუალებების მოზიდვა. მუნიციპალური ან სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საჭირო პროექტების განხორციელება. 1.3.5. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული 705,1 ათასი ლარიდან 2019 წელს დაფინანსდება 85,4 ათასი ლარი. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულების (ცვლილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №208 განკარგულება) შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული იქნეს 884,0 ათასი ლარი (მათ შორის, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებისათვის თანხის 5% – 26,2 ათასი ლარი), ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გათვალისწინებული იქნეს 30,0 ათასი ლარი 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1. თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 750-მდე ბავშვი. ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 2.2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" მიმდინარე წლის 18 იანვრის №13 განკარგულების (ცვლილება – საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №207 განკარგულება) შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იქნა მიზნობრივი ტრანსფერი, საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით – 500,0 ათასი ლარი (მათ შორის, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად – 15,0 ათასი ლარი). „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" მიმდინარე წლის 18 იანვრის №13 განკარგულების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იქნა მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიზნობრივი ტრანსფერი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 223,7 ათასი ლარით (მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებაში მითითებულ, ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად). 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის” ფინანსური მხარდაჭერა, რათა სკოლას, რომელიც აერთიანებს 11 სპორტულ სექციას და 200-მდე სპორტსმენს, ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყოს სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 100.0 ათასი ლარით დაფინანსდება „დიდგორობის“ სადღესასწაულო ღონისძიება, „გარისობის“ და „მარაბდობის“ სადღესასწაულო ღონისძიებები. საახალწლო ღონისძიებისათვის განისაზღვროს 30.0 ათასი ლარი. წიგნის ,,ალგეთის ხეობა“ დასაბეჭდად განისაზღვროს 15,0 ათასი ლარი. 3.2.1 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 01) 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, რომელიც იცავს 11000 -მდე ექსპონატს. 3.2.2 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „სახელოვნებო სკოლა“, სადაც ფუნქციონირებს 12 წრე. 3.2.3 კულტურის გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 03) 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება – კულტურის ცენტრი", რომელშიც გაერთიანებულია 8 ბიბლიოთეკა და ფუნქციონირებს 12 წრე. - „საქართველოს ეროვნული ინტერნეტ ჩემპიონატ ეტალონის“ კონკურსის ჩასატარებლად განისაზღვრა 3,0 ათასი ლარი „კულტურული მემკვიდრეობის ფორუმის“ ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იქნეს 36.0 ათასი ლარი. 3.2.4 რელიგია (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-თეთრიწყაროს საეპარქიო სამმართველოს ფინანსური მხარდაჭერა – 40,0 ათასი ლარით. 3.2.5 მუსიკალური სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ორი მუსიკალური სკოლა – ააიპ „თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 210-მდე მოსწავლე. 3.3. ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“ 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას 4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ძირითადად 10 პროგრამას აფინანსებს.
4.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. 4.2.2. ხანდაზმულთა (ეკონომიურად შეჭირვებულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ დაფინანსება, რომლის მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისა და ზოგადად, ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში რეგისტრირებულ ბენეფიციართა ყოველდღიურად ცხელი საკვებით უზრუნველყოფა და სოფლად რეგისტრირებულ ბენეფიციართა ყოველთვიური მშრალი პროდუქტებით დახმარება. 4.2.3. მარჩენალდაკარგულ პირთა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების მცირეწლოვანი ბავშვების, უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება (18 წლამდე), აგრეთვე დედით, ან მამით ობოლი ბავშვების (18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება. 4.2.4.დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისთვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარი. 4.2.5 გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს მაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება. 4.2.6 მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ან მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯები – ომის მონაწილეზე 250 ლარი, მათთან გათანაბრებულ პირებზე 100 ლარი. 4.2.7 სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი 250 ლარი, სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი – 100 ლარი. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების ღონისძიებები. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები