დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016303 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2019 - 25/01/2019)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" 78-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს:
ა) შემოსულობები 9,238,8 ათ.ლარით; ბ) გადასახდელები 9,238,8 ათ.ლარით; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 125,0 ათ.ლარით. მათ შორის: ა) მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათ.ლარი. დ) სარეზერვო ფონდი 160.0 ათ.ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №39 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
თავი I მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
მუხლი 2 მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9,238,8 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 8,280,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 125,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 833,8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7,171,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1,360,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2.განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: დანართი №4 ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 10. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 657,7 ათასი ლარით. მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროსმესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარით. მუხლი 12. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროსმესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 657,7 ათასილარით. მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 160.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 9,238.8 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები საშუალოვადიან პერიოდში თვითმმართველი ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2019 -2022 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
წარმომადგენლობითი და ღმასრულებელი ხელისუფლება მმართველობითი სფეროს ფუნქციის ერთ ერთი მთავრი ფაქტორია უნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა,რასაც ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება.
სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა 01 03 პროგრამის მიზანია მუნიცპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული სესხის დაფარვა თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 02 00 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვ დარგების განვითარების.ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაციის ღონისძიებები გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი განათების ბოძების მოწყობა. დასუფთავება და კეთილმოწყობა (ორგანიზაციის კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2019-2022 წლის დოკუმნტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როდორიცაა გარემოს დასუფთავება, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა დასხვა. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში საქმიანობას წარმართავს ა.ა.იპ „დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“, ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს მესტიის ცენტრში არსებული პარკის მოვლა პატრონობა და საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა, თამარ მეფის ქუჩაზე ლიბერთი ბანკის მიმდებარედ არსებული სკვერის გალამაზება და განახლება, საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება, ბორდიურების განახლება. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება; კეთილმოწყობილი დასასვენებელი პარკების არსებობა; წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია უშგულის თემში შემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა და ბეჩოს თემშიშემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშო ბაღების,სპორტ დარბაზების რეაბილიტაცია, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავის სარეაბილიტაციაში დახმარების გაწევა მოსახლეობისთვის. დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სათვალთვალო ვიდეო კამერების მონტაჟი. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე-სარწყავი არხების და მდინარის ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა რეაბილიტაცია. რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება(პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განხოეციელებული პროექტების თანადაფინანსება. განათლება (ორგანიზაციის კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშობაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 23 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 502 ბავშვი.იგეგმება ორი საბავშო ბაღის გახსნა. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად, კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება და რეალიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ა(ა)იპ“ სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას. პროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ტურნირების ჩატარება:
ა.ა.იპ"მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 06) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი ხუთი კულტურის სახლი, ორი სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”, ორი სახელობითი მუზეუმი, სამი ფოლკლორული ანსამბლი: ,,რიჰო”, ,,ლატალი”,ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”. ქვეპროგრამის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა.ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; აიპის განსახორციელებს:თეატრალური წარმოდგენებს,სხვადასხვა ხელოვნების დარგების სწავლებას (საფორტეპიანოს,)სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ფოლკლორის სწავლებას). ორგანიზაცია გეგმავს შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას: საახალწლო ღონისძიება, 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება, 3- მარტს დედის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება, „სვანეთობა“, ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიბლიოთეკების დაფინანსება მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებასმათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნებისშემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურეობას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილია: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება,რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს,საცავის რეაბილიტაცია,სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) პროგრამა უზრუნველყოფს: ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსებში მონაწილეობით, სტუდენტების განათლების მიღების ხელშეწყობას პირველკურსელთა სწავლის თანადაფინანსებით,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გასართობი სახალისო სპორტულ თამაშებში, ამ მიზნით ტარდება ღონისძიებები, მათ შორის: არქიტექტორთა სემინარი შეჯიბრი, სასკოლო ოლიმპიადა, კონკურსი „ინტელექტი“, ახალგაზრდულ ბანაკებში ახალგაზრდების ჩართვა, ეტალონი-მედია, სიცოცხლის ფესტივალი. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალ მხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. ა.ა.იპ“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება(05 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 06 00) ჯანდაცვის მიმართულებისთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის შესაბამისად. პროგრამის მიზანია: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან, მოსახლეობის დაცვა ანტირაბიული ვაქცინითა და იმუნოგლობულინით, ასევე სტრატეგიული ვაქცინებისა და შრატების ადგილობრივი სტრატეგიული მარაგის შექმნას. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: იმუნიზაციის განსახორციელებლად ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალის მიღებას, შენახვას, გაცემა-განაწილებას.
ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი- 06 02 01) 1. პროგრამის სახელწოდება: ბავშვთა და შშმ. პირთა სოციალური დაცვა, რომელშიც შედის - ახალშობილების, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების/ ბავშვების, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახების (რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები) ერთჯერადი (ფულადი) დახმარების პროგრამა. პროგრამის მიზნები: აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და რეგისტრირებული ახალშობილებისთვის საჩუქრის სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის,გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და წახალისების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. პროგრამის შედეგები: პროგრამის განხორციელების შედეგად, გარკვეულწილად გაუმჯობესდება ახალშობილის ოჯახის,მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ბავშვების მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვა პროგრამის კოდი (06 02 02) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება მძიმე კატეგორიის ავადმყოფების სოციალური დაცვა - რომელშიც შედის: სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის შშმ.პირის) დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება / დახმარება . პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველის სტატუსის ან იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკისან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერპაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება,შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 -ისა დახარჯთაღრიცხვის დოკუმენტის (ინვოისის) მიხედვით . მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სოციალურად დაუცველი, შეზღუდული პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სოციალურად დაუცველი, შეზღუდული პროგრამის შედეგად გაუმჯობესდება შესაძლებლობის მქონე პირის ან იძულებით გადაადგილებული პირის -(დევნილი), მძიმე ავადმყოფის, დაბალშემოსავლიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მედიკამენტების შეძენასა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებაში. ვეტერანთა და ხანდაზმულთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 03 ) პროგრამის სახელწოდება აღნიშნული პროგრამის მიზანია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების გაწევა. ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ვეტერანებზე და მესტიის მუნიციპალიტში რეგისტრირებული და მცხოვრები 90 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. პროგრამის შედეგები: თითოეულ დაღუპულ ომის მონაწილე ვეტერანსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე სარიტუალო მომსახურების გაწევა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მესტიის მუნიციპალიტში მცხოვრებ უხუცესებზე (90 და მეტი წლის ასაკის) ერთჯერადი დახმარების გაწევა – 150 (ასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად –- საჩუქრის სახით, ერთჯერადი დახმარება. მესტიის რაიონის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის სახელწოდება: მესტიის რაიონის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელშიც შედის შემდეგი კატეგორიები: ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირები და მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით) გამოლკვლევების თანადაფინანსება. კომუნალური სუბსიდირების პროგრამა - დ. მესტიაში რეგისტრირებული წყლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კომუნალური სუბსიდირება, რაც მოიცავს დ.მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების/ აბონენტების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებულ ოჯახების, რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას, ყოველთვიური კომუნალური გადასახადის (წყლისგადასახადის ) დაფინანსება. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პროგრამაში მონაწილე ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირებსა და მოსახლეობას, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფებს რომლებსაც დაუფინანსდათ სამედიცინო მომსახურების ხარჯები, გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ონკოლოგიური ავადმყოფების და დიალიზით მოსარგებლე პირების შემთხვევაში ავადმყოფებს შეუმსუბუქებს ფინანსურ პრობლემებს, რადგან ხშირად სამგზავრო თანხის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ თბილისში გამგზავრებას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. 8. პროგრამის შედეგები: პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პროგრამაში მონაწილე ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფების, C ჰეპატიტით დაავადებულების ეკონომიკურ სოციალური მდგომარეობა, ეს ფინანსური დახმარება გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 04) 1.პროგრამის სახელწოდება: 1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა- რომელშიც შედის: ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. პროგრამის მიზნები: აღნიშნული პროგრამის მიზანია, მთაში უკუმიგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად დაბრუნებილი ან/და მცხოვრები ოჯახების დახმარება, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. პროგრამის შინაარსი: პროგრამა ეხება სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა ხდება სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს წევრთა მიერ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, თანხის რაოდენობის განსაზღვრისას დახმარების გაცემის საბჭოსთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. მოსალოდნელი შედეგები: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, უკუმიგრაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით. |
დოკუმენტის კომენტარები