დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016292 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2018 - 01/03/2019)
|
ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილება (ვებგვერდი, 01/01/2018, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.134.016233). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 01 იანვრიდან. |
|
დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.03.2019წ. |
თავი I ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 538 375 ლარის ოდენობით:
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6 610 300 ლარის ოდენობით:
ბ
)
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
გრანტები
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 238 700 ლარის ოდენობით:
გ
)
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
სხვა
შემოსავლები
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 689 375 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 260 275 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 269 900 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 279 900 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 11 581 375 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1 520 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1 520 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
|
მუხლი 11.
პასუხისმგებლობა
|
2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
1.
თავდაცვა
,
საზოგადოებრივი
წესრიგი
და
უსაფრთხოება
(
პროგრამული
კოდი
02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტი ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.
1.1
სამხედრო
აღრიცხვის
,
გაწვევისა
და
მობილიზაციის
სამსახური
(
პროგრამული
კოდი
02 01)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. პრიორიტეტი: |
2.
ინფრასტრუქტურისა
და
მუნიციპალური
კომუნალური
სერვისების
განვითარება
(
პროგრამული
კოდი
03 00)
2.1
საგზაო
ინფრასტრუქტურის
განვითარება
(
პროგრამული
კოდი
03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია;
- მდინარე აჭარისწყალზე, სოფელ ქოსოფლის დუმბაძეების უბნისათვის საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
- გარე განათების ქსელის გაფართოება.
2.2
საბაზისო
კომუნალური
ინფრასტრუქტურის
და
სერვისების
განვითარება
(
პროგრამული
კოდი
03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა;
- შპს „ქედის წყალკანალის“ სუბსიდირება.
- შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ სუბსიდირება.
2.3
კეთილმოწყობის
ღონისძიებები
(
პროგრამული
კოდი
03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი;
- ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
- პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა-შენახვა.
2.3.1
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
მხარდაჭერა
,
ბინათმშენებლობა
და
ავარიული
შენობების
რეაბილიტაცია
,
დემონტაჟი
(
პროგრამული
კოდი
03 03 01)
- ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველმაისში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
2.3.2
ნაპირსმაგრი
ნაგებობების
მოწყობა
,
რეაბილიტაცია
და
ექსპლოატაცია
(
პროგრამული
კოდი
03 03 02)
- დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
2.3.3
პარკების
,
სკვერების
,
ატრაქციონების
,
ბილბორდების
,
ქუჩებისა
და
დასახლებული
ტერიტორიების
კეთილმოწყობა
და
მოვლა
-
შენახვა
(
პროგრამული
კოდი
03 03 03)
- დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- დაბა ქედაში რუსთაველის პარკის კეთილმოწყობა;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
2.4
მუნიციპალიტეტის
განვითარების
გეგმის
საპროექტო
-
სახარჯთაღრიცხვო
,
სარეგისტრაციო
,
ზედამხედველობის
და
ექსპერტიზის
ხარჯები
(
პროგრამული
კოდი
03 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები;
- პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
2.5
სოფლის
მეურნეობის
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
03 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია;
- ღვინის ფესტივალი ქედაში. პრიორიტეტი: |
3.
განათლება
(
პროგრამული
კოდი
04 00)
3.1
სკოლამდელი
აღზრდა
და
განათლება
(
პროგრამული
კოდი
04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება;
საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების კეთილმოწყობა, მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია. პრიორიტეტი: |
4.
კულტურა
,
ახალგაზრდობის
ხელშეწყობა
და
სპორტი
(
პროგრამული
კოდი
05 00)
4.1
სპორტის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
05 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
- ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლა
- სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა;
- სპორტული კლუბების განვითარების მხარდაჭერა;
- სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
4.2
კულტურის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
05 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
4.3
ახალგაზრდობის
განვითარების
ხელშეწყობა
(
პროგრამული
კოდი
05 03)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება.
პრიორიტეტი: |
5.
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვა
და
სოციალური
უზრუნველყოფა
(
პროგრამული
კოდი
06 00)
5.1
ჯანმრთელობის
დაცვის
ღონისძიებები
(
პროგრამული
კოდი
06 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
5.2
სოციალური
უზრუნველყოფა
(
პროგრამული
კოდი
06 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების შეცვლა. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 13.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები