დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016299 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში (ვებგვერდი, 01/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.134.016292) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 538 375 ლარის ოდენობით.
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6 610 300 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 238 700 ლარის ოდენობით.
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 689 375 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6 286 675 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 259 100 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 269 100 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 11 571 775 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 23 400 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 33 000 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 9 600 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
მუხლი 11.
პასუხისმგებლობა |
2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტი ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.
1.1 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
პრიორიტეტი: |
2.
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 03 00)
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
-
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია;
-
მდინარე აჭარისწყალზე, სოფელ ქოსოფლის დუმბაძეების უბნისათვის საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
-
გარე განათების ქსელის გაფართოება;
-
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება.
2.2 საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
- წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა;
- შპს „ქედის წყალკანალის“ სუბსიდირება;
- შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ სუბსიდირება.
2.3
კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
-
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი;
-
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
-
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა-შენახვა.
2.3.1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 03 01)
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველმაისში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა
2.3.2
ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02)
-
დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
-
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინაააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
2.3.3
პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 03)
-
დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა;
-
დაბა ქედაში რუსთაველის პარკის კეთილმოწყობა;
-
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
-
აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
2.4
მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
-
ძირითადი და დამატებითი ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების ჩატარების და აღრიცხული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შექმნა ( მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის გეგმა-ნახაზების შედგენა) გეოლოგიური დასკვნები;
-
პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
2.5
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
-
აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა;
-
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია;
-
ღვინის ფესტივალი ქედაში.
პრიორიტეტი: |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
3.1 სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
-
ა(ა)იპ – ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება;
-
საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების კეთილმოწყობა, მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია.
პრიორიტეტი: |
4.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
- ა(ა)იპ – ქედის სასპორტო სკოლა;
- სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა;
- სპორტული კლუბების განვითარების მხარდაჭერა;
- სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
-
ა(ა)იპ – ქედის კულტურის ცენტრი;
-
ა(ა)იპ – ქედის სახელოვნებო სკოლა;
-
ა(ა)იპ – ქედის ისტორიული მუზეუმი;
-
კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
4.3 ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
-
ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა;
-
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
პრიორიტეტი: |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
5.1 ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
-
ეპილეფსიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
-
ამბულატორიული მომსახურეობა;
-
სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება;
-
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის;
-
პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
5.2 სოციალური უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
-
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
-
ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიატუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება;
-
ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება, სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის;
-
ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
-
გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
-
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა;
-
სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რებილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა;
-
საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების შეცვლა. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 13.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები