დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016521 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/01/2019 - 28/05/2020)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/07/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016146). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს წესი აწესრიგებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (ტექსტში შემდგომ – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ (ს/კ 421271670) მოქმედების სფეროს. |
მუხლი 2.
პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა |
1. პირუტყვის ყოფნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასაშვებია მეთვალყურეობის ქვეშ, გარდა ქალაქის პარკისა და სკვერის ტერიტორიისა (სადაც პირუტყვის ყოფნა აკრძალულია როგორც მეთვალყურეობის გარეშე, ისე მეთვალყურეობის ქვეშაც).
2. პირუტყვის მიერ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა დასაშვებია, მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით. |
მუხლი 3.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის |
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ (ს/კ 421271670) (ტექსტში შემდგომ – სამსახური). 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სამსახურის – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ (ს/კ 421271670) მიერ პირუტყვი გადაყვანილი იქნება სპეციალურ ადგილზე. |
მუხლი 4.
პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი |
1. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ (ს/კ 421271670).
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ (ს/კ 421271670) პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა (შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება); ბ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებისაგან; გ) აწარმოოს გამოვლენილი სამართალდამრღვევის კუთვნილი პირუტყვის მონაცემთა ბაზა; 3. პირუტყვის (პასუხისმგებელი პირის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაღუპვის შემთხვევაში, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 5.
პირუტყვის დაბრუნების წესი |
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
2. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ იმერეთის რეგიონული სამმართველოს მიერ „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 და „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილებების ფარგლებში შედგენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სიების საფუძველზე. 3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული ნომერი, პირის საკუთრების უფლების დადასტურება მოხდება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ. 4. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე. |
მუხლი 6.
სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი |
1. პირუტყვის მესაკუთრის მიერ დაკისრებულ ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, სხვაობა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 3. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან. 4. ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
მუხლი 7.
წესის მოქმედება |
აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც სჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები