„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016717
16
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010250050.35.122.016717
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2024 წლის 29 მარტი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ’‘ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016521. 03/01/2019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი აწესრიგებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (ტექსტში შემდგომ – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ ( ს/კ 421283113) მოქმედების სფეროს.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ (ს/კ 421283113) (ტექსტში შემდგომ – სამსახური).

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სამსახურის – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ (ს/კ 421283113) მიერ  პირუტყვი გადაყვანილი იქნება  სპეციალურ ადგილზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ (ს/კ 421283113).

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ (ს/კ 421283113) პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა (შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება);

ბ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებისაგან;

გ) აწარმოოს გამოვლენილი სამართალდამრღვევის კუთვნილი პირუტყვის მონაცემთა ბაზა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ იმერეთის რეგიონული სამმართველოს მიერ „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების ფარგლებში შედგენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სიების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი