დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016578 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №76 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016521. 03/01/2019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი აწესრიგებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (ტექსტში შემდგომ – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ (ს/კ 421277772) მოქმედების სფეროს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“ (ს/კ 421277772) (ტექსტში შემდგომ – სამსახური). 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სამსახურის – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების (ს/კ 421277772) მიერ პირუტყვი გადაყვანილი იქნება სპეციალურ ადგილზე.“. 3. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირუტყვის მოვლა-პატრონობასა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“ (ს/კ 421277772). 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“ (ს/კ 421277772) პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა (შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება); ბ) უზრუნველყოს პირუტყვის დაცვა არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებისაგან; გ) აწარმოოს გამოვლენილი სამართალდამრღვევის კუთვნილი პირუტყვის მონაცემთა ბაზა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები