დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 62 |
დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.165.016359 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 24/01/2019)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესხებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის #33 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარში
მუხლი 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანადართული რედაქციით: თანხა ათას ლარში
თავი II საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12 050.6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად: თანხა ათას ლარში
მუხლი 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10655,6 ათასი ლარის ოდენობით: თანხა ათას ლარში
მუხლი 5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 210 ათასი ლარის ოდენობით: თანხა ათას ლარში
მუხლი 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1185,0 ათასი ლარის ოდენობით: თანხა ათას ლარში
თავი III საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9050,0 ათასი ლარის ოდენობით: თანხა ათას ლარში
მუხლი 8. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2982,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3132,6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარში
ბ) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად: თანხა ათას ლარში
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარში
თავი IV საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარში
მუხლი 11. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-18,0) ათასი ლარის ოდენობით. თანხა ათას ლარში
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 341,4 ათასი ლარის ოდენობით:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. თავი V საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 14. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები; მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. 1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პროგრამის მიზანი: თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების კომპეტენტურად და წარმატებით გადაწყვეტა, სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შემდგომში თითოეული მათგანის კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობის ამაღლება. პროგრამის აღწერა: პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებებს,რომლებიც ითვალისწინებს დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს ქალების და კაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) პროგრამის მიზანი: საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა აღრიცხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფის განხორციელება. პროგრამის აღწერა: მოიცავს სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციის და გაწვევის სამსახურის შენახვის ხარჯებს. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება მუნიციპალიტეტისათვის. 3.1 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის გზების მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად გზების გარკვეული ნაწილი მოითხოვს არსებული გზების რეკონსტრუქციას, განახლება-მოდერნიზებას, კერძოდ, მოასფალტდება ქ.საგარეჯოში წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა სათავის ქუჩის მონაკვეთი, სარაჯიშვილის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, გ.ქურდიანის ქუჩის მონაკვეთი ღვთისმშობლის ეკლესიამდე, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი წიფლის ხევის მიმდებარედ; თამარ მეფის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, მოასფალტდება და აღდგება სანიაღვრე არხები; ჯაფარიძის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები; მოხდება სოფელ უდაბნომდე მისასვლელი გზის აღდგენა, სოფელ ხაშმის შიდა გზის მოასფალტება და სკოლისკენ მიმავალ გზაზე ქვის ფენილის მოწყობა; სოფელ მანავში „ტურის უბანში“ დაიგება ა/ბეტონის გზის საფარი; მომზადდება სოფელ გიორგიწმინდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების პროექტი; განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების ორმული შეკეთება. 3.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანი: წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის, დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ნაგვის გატანა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სათავე ნაგებობების და ქსელების მოვლა–შენახვა, ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გაწმენდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების ნატანებისაგან გაწმენდა. ა. წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება, სასმელი წყლის ჭაბურღილების რეაბილიტაცია. დასრულდება სოფელ კაკაბეთის სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები; განხორციელდება სოფ.თოხლიაურში,სათავე-ნაგებობიდან სოფლამდე სასმელი წყლის მილის მოწყობა, სოფ.გიორგიწმინდაში ე.წ."ნავრობის " ხევზე არსებული სათავე-ნაგებობების და სოფელ ნინოწმინდის სათავე-ნაგებობის შემოღობვა,სანიტარული ზონის მოწყობა; მზისგულში სათავე-ნაგებობებზე სადრენაჟე სისტემის გაწმენდა-რეაბილიტაცია და ნაგებობების შემოღობვა, ბადიაურში 50 მ 3 ტევადობის რეზერვუარის და შიდა საუბნო ქსელის მოწყობა, ასევე არსებულ სატუმბ სადგურთან რკინა-ბეტონის რეზერვუარის და"ჭების" შეკეთება-რეაბილიტაცია,ყანდაურაში 50 მ 3 ტევადობის რეზერვუარის მოწყობა და დაზიანებული სასმელი წყლის d-63 მმ-იანი პოლიეთილენის მილის 2 000 გრძ/მ-ის ამოცვლა ახლით,ასევე ე.წ."ალაკნის"(წყალზე) უბანში 25 მ 3 ტევადობის ახალი ემალირებული რეზერვუარის შეძენა-მონტაჟი, ზემო ყანდაურაში 16 მ 3 ტევადობის ლითონის ემალირებული რეზერვუარის მოწყობა არსებულ ქსელთან დაერთებით, კოჭბაანში 2 ცალი რკინა-ბეტონის დაზიანებული რეზერვუარის შეკეთება-რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობის სადრენაჟე სისტემის გაწმენდა, უჯარმაში სარწყავი წყლის d-110 მმ-იანი და d-63 მმ-იანი პოლიეთილენის მილებით მოწყობა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა საუბნო და ცენტრალური ქსელების, სატუმბი სადგურების მოვლა–პატრონობა (დარეგულირება) და რეცხვა–დეზინფექცია სადეზინფექციო საშუალებებით. წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებულ სანიტარულ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარება. ბ. გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქუჩების განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და არსებული ნათურების ნაწილის შეცვლა ახალი დიოდური სანათებით, საგარეჯოში დავით აღმაძშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე მოხდება არსებული სანათების ამოცვლა „LED 150W“ სანათებით. მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. განხორციელდება ახალი გარე განათების მოწყობა ქ.საგარეჯოში მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერისთავის ქუჩაზე,მარჯანიშვილის ქუჩაზე, წიფლის ხევის მიმდებარედ, სოფელ ვერხვიანში, სოფელ მარიამჯვარში, სოფელ პატარძეულში და სოფელ შიბლიანში. გ. გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ საგარეჯოს 49 ქუჩიდან, სოფელ გიორგიწმინდის, ნინოწმინდის, წყაროსთავის, პატარძეულის, თოხლიაურის და მანავის მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა ორ დღეში ერთხელ. სოფელ ხაშმიდან, სოფელ დიდი ჩაილურიდან და სოფელ პატარა ჩაილურიდან სამ დღეში ერთხელ.მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლებიდან ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ მუნიციპალიტეტის ნაგავმზიდი მანქანებით; ასევე განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების და მოედნების დაგვა–დასუფთავება, წყალსადინარი არხების გაწმენდა ქ.საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებზე, „ტიკიაურის ხევის“ სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობა. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ბუნკერების შეძენა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების მოვლა–პატრონობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა, არსებული ხევების კალაპოტების ნატანებისაგან გაწმენდა, რადგან არ მოხდეს მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა, არ მოხდეს წყლის ნაკადის ცენტრალურ გზაზე გადასვლა და ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება, ასევე გზების გაწმენდის სამუშაოები. დაფინანსდება ამ მიმართულებით გამოსაყენებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები და მოხდება შპს „საგარეჯო“-ს და შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-ის სუბსიდირება. 3.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სივრცეების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაციის მხარდაჭერის დაფინანსება. პროგრამის მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა. დაფინანსდება კეთილმოწყობის სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ გათვალისწინებულია ქ.საგარეჯოში იმედის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი 4 კორპუსის შენობის სახურავების რეაბილიტაცია და 2 კორპუსის ეზოში ასფალტის საფარის დაგება, ქ.საგარეჯოში ელექტრო საათის მოწყობა და კახეთის გზატკეცილზე ე.წ. „საავადმყოფოს“ მიმდებარე კორპუსებთან არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია. სოფელ გომბორში საჭიდაო დარბაზის მოწყობა, სოფელ ბადიაურში ახალი სპორტდარბაზის მოწყობა. 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა და სხვა. 4.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა. პროგრამის აღწერა: პროგრამა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირებას, ეს არის სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა - სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება. 2019 წელს გათვალისწინებულია სოფელ პატარძეულის №2, კაკაბეთის №2, უჯარმის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია, აგრეთვე საგარეჯოს №4 საბავშვო ბაღის ერთი ოთახის მოწყობა და რეაბილიტაცია. პროგრამას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 28 სკოლამდელი დაწესებულება და ორი ალტერნატიული ჯგუფი (60 ბავშვით), სადაც სწავლობს 1335 აღსაზრდელი, კვება გათვალისწინებულია 1275 ბავშვის. 4.2 სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის მიზანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, მოსწავლე-ახალგაზრდების (6-18 წლამდე) ინტელექტუალურ-შემეცნებითი, ესთეტიკური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა. პროგრამის აღწერა: მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზდობის შემეცნებით-შემოქმედებითი პროგრამების განხორციელება. ასევე არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლა. პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება, აგრეთვე ითვალისწინებს 2019 წელს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. 5.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ნაკრების და ასაკობრივი გუნდების მოზადებას და მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ სხადასხვა სახეობის (ჭადრაკის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა, კრივის, მკლავჭიდის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, რაგბის, კალათბურთის) სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებას; 2019 წელს აღსაზრდელების და მათი მშობლების მოთხოვნით დაემატება ტანვარჯიშის, კარატეს, კალათბურთის, ფრენბურთის სექციები; მოეწყობა სოფ.გომბორში საჭიდაო დარბაზი და მოხდება ქ.საგარეჯოში ,,კახეთის გზატკეცილზე ე.წ."საავდმყოფოს" მრავალბინიანი საერთო საცხოვრებლების მიმდებარედ არსებული მინისტადიონის რეაბილიტაცია. 5.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. პროგრამის აღწერა: რაც ითვალისწინებს ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობას; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერას; ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების მოვლა-პატრონობას და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას; მუზეუმების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებს; მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურებას კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; ბიბლიოთეკების მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას, სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელებას, ახალი თაობის დაინტერესებას წიგნით და საზოგადოების განათლებისთვის საჭირო ინფორმაციით. თეატრალური ხელოვნებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, ადგილობრივი თეატრის ხელშეწყობას სპექტაკლების დადგმის ხარჯის გაწევით და ტექნიკური აღჭურვით; პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები, როგორიცაა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, ხელოვნების სკოლები და სხვა. 2019 წელს ტრადიციულად განხორციელდება საახალწლო ღონისძიება, ჩატარდება „დავით გარეჯობისთვის“ მიძღვნილი ღონისძიება, აგრეთვე გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების შესყიდვა. 5.3 ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის მიზანი: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის არეალის გაფართოვება და მათი აქტივობის ზრდა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში, განხორციელდება ახალგაზრდული ბანაკები; ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე ჩატარდება ადგილობრივი მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებები; ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა. 5.4 საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის მიზანი: მოსახლეობის დაინტერესების გაზრდა გაზეთის მიმართ. პროგრამის აღწერა: ადგილობრივი საინფორმაციო გაზეთის გამოცემა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება, რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე. 6.1 ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდემიური კვლევის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფლის ამბულატორიების მომსახურება, ექიმთა დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის დაფინანსება (სოფელი უდაბნო მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 30 კმ-ით, სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ მძიმე პირობების გამო ჭირს ექიმთა სოფელში დამაგრება). 6.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი მონაცემთა ბაზების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტირებულ ოჯახებს, ასევე მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას გაეწევათ სხვადასხვა ტიპის დახმარებები. სოციალურად დაუცველი 0-დან 140000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირთა, შშმპ, ეპილეფსიით დაავადებულ პირთა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა და ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარება, ფენილკეტონურიით და სახვა იშვიათი და სიცოხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით და სხვა საჭირო საკვები დანამატებით უზრუნველყოფა, A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება და სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსება შშმ, სოციალურად დაუველი და ონკოლოგიური პაციენტებისთვის. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ღირებულების 70%-ით (არაუმეტეს 1000 ლარისა, 3000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში არაუმეტეს 1500 ლარისა), ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება სოციალურად დაუცველ, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა და ონკოლოგიური ავადმყოფთათვის. ღირებულების 50%-ით (არაუმეტეს 500 ლარისა), სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსება შშმ, სოციალურად დაუველი და ონკოლოგიური პაციენტებისთვის. უპატრონო და არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის, სოციალურის სტატუსის მქონე პირთა დაკრძალვის ხარჯი და დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯი თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა დახმარება (ტრანსპორტის ხარჯი) თითოეულზე თვეში 100 ლარი, 95 წელს გადაცილებული ხანდაზმულების დახმარება თითოეულზე 200 ლარი, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია), საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოჯახის სოციალური დაცვა. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება 0-დან 140000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება (ოჯახზე 400 ლარი), ახალშობილთა დახმარება ( 300 ლარი) და მარტოხელა დედების დახმარება (200 ლარი). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უდედმამო ბავშვების (18 წლამდე) დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით, ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სააღდგომო სასურსათო ამანათების გადაცემა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახების, უსახლკარო ოჯახების, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმინის ადამიანის სიცოცხლეს ასევე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. სოციალურად დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა და შშმ პირი სტუდენტის სწავლების თანადაფინანსება. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის სოციალური პროგრამა. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის საყოფახოვრებო ტექნიკის შეძენა., ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის პანდუსის მოწყობა. მერიის ბალანსზე არსებული შენობა თავშესაფრების დაროებით სარგებლობაში გადაცემული ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. ზამთრის სეზონზე 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერსთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებზე ერთჯერადად გათბობის ხარჯის გაცემა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (18 წლამდე) დახმარება 300 ლარის ოდენობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი 220 ბენეფიციალის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, რისთვისაც ქალაქ საგარეჯოში ფუნქციონირებს 2 უფასო სასადილო. ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერის ხელფასის და კომუნალური გადასახადების გადახდა, ხანდაზმულთა (90 წლის და მეტი) დახმარება. სამამულო ომის მომაწილეთა დახმარება და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციალზე 250 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება. თავი VI მუხლი 15. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარში
მარეგულირებელი ნორმები მუხლი 16. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 17. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 18. 2019 წლის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 19. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20. 1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 22. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი23. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 24. 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 210,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა. ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 87,5 ათასი ლარი; ბ. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120,0 ათასი ლარი. გ. მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2,5 ათასი ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69 – ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
დოკუმენტის კომენტარები