დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 73 |
დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016339 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 22/01/2019)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის, პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტი“ დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28.12.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016264).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი 1
|
თავი I
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილებათ ანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6888.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3902.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2050.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 935.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6057.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 831.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,00 ათ. ლარის ოდენობით
|
მუხლი 11 |
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,00 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 40,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემულ ინდივიდიალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნობრივი ტრანსფერი, 150,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 81,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვისათვის დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების მოვლა-შენახვა, ასევე საქალაქო ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებები. 1.1.1. საქალაქო ტრანსპორტის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) მნიშვნელოვანია შიდასაქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული დაბალი ტარიფის შენარჩუნება, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. ქვეროგრამა განხორციელდება ააიპ – „ტყიბულის კომუნალური გაერთიანების" სუბსიდირების გზით. 1.1.2. გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხოხრციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შიდა გზების მოვლა-შენახვა. 1.1.3. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა-ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) მუნიციპალიტეტისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკის შეძენა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დახმარების პროგრამა კეთილმოწყობის სამუშაოების, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბაღებისა და სკვერების მოვლა, მწვანე ნარგავების მოვლა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება შიდა გზებისა და საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემების მოვლა-შენახვა. 1.2.1. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ნორმალური სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქის ქუჩების სისტემეტური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობის დასუფთავება, სანაგვე კონტეინერების და ნაგავსაყრელის მოვლა-შენახვა რაც გააუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების მოვლა-შენახვა და თოვლისგან გაწმენდა. მუნიციპალიტეტში უპატრონო (მაწანწალა) ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებისათვის. ქვეროგრამა განხორციელდება ააიპ – „ტყიბულის კომუნალური გაერთიანების" სუბსიდირების გზით. 1.2.2. ბინათმშენებლობის (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დახმარება. ამხანაგობები ძირითადად განახორციელებენ სახურავებისა, წყალგაყვანილობის სისტემების და ლიფტების შეკეთება-რეაბილიტაციას, სადარბაზოების კეთილმოწყობას, საწრეტი მილების აღდგენასა და ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, ასევე მათთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობას. 1.2.3. კომუნალური მეურნეობის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მოვლა-შენახვა. გზებისა და ხიდების, გარე განათებების, ტროტუარების, მოაჯირების, სანიაღვრე და სადრენაჟე არხების, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია. სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები. სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უპატრონოთა და შეჭირვებულთა დაკრძალვა. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპ – „ტყიბულის კომუნალური გაერთიანების“ სუბსიდირების გზით. 1.2.4. გარე განათება, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, სკვერებისა და ბულვარების განათებისათვის, აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაციისა და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები. 1.3. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მოვლა-შენახვა, გზებისა და ხიდების, გარე განათებების, ტროტუარების, მოაჯირების, სანიაღვრე და სადრენაჟე არხების, შადრევნების მოვლა შენახვა და ექსპლუატაცია, საყრდენი კედლების აღდგენა. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 2.1.სკოლამდელი დაფინანსების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 621 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის: ბაღის პერსონალის შრომის ანაზღაურებას, ბავშვთა კვებას, შენობების გათბობას, ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიებებს და ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯებს. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპ – „ტყიბულის მინიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ სუბსიდირების გზით. 2.2.სკოლამდელი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საამშენებლო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. 3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობა და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 3.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, მოეწყოს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები. 3.1.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა (ფეხბურთის, რაგბის ჭადრაკის) სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის" სუბსიდირების გზით. 3.1.2. სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში სპორტული ობიექტების მოვლა-შენახვის ხარჯების დაფინანსება: სპორტსასახლის, საცურაო აუზის, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის, მარტივი ტიპის სპორტული მინისტადიონებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარის მოვლა-შენახვა, ახლი ობიექტების მშენებლობა. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული და ახალგაზრდული პროგრამები და ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. დაფინანსდება კულტურის საქალაქო ცენტრის, ხელოვნებისა და სამხატვრო სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, სასოფლო კლუბების, ბიბლიოთეკების, ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო საქმიანობის ფინანსური მხადაჭერა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად. პროგრამის მიზანია გაზარდოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცნობადობა ტურისტულ ბაზარზე და ხელის შეუწყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე როგორც შემოყვანის, ისე შიდა ტურიზმის განვითარებას. პროგრამა განხორციელდება ააიპ – „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ სუბსიდირების გზით. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური დახმარებებას. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: ა) გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის სისტემით მიღებული ინფორმაციის რეგისტრაცია, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ბ) ცხოველთა მიერ ადამიანთა დაზიანების შემთხვევების აღრიცხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურთან ერთად ეპიდზედამხედველობის განხორციელება; გ) მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის დაწესებულებებში დაავადებათა რეგისტრაცია, შეტყობინება და მონიტორინგი; დ) მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებისათვის ვაქცინებისა და ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა და „ცივი ჯაჭვის“ ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება და კონტროლი; ვ) სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში პარაზიტულ დაავადებათა პირველადი ეპიდკვლევა. 4.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, ასევე მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოში კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. ინდივიდუალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება გაეწიოს ონკოლოგიური დაავადების მქონე, ეპილეფსიითა და პარკისონიზმით დაავადებულ მოქალაქეებს, ხანდაზმულ (100 და მეტი ასაკის) მოქალაქეებს, ყოველთვიური დახმარება გაეწიოს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ მოქალაქეებს. სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობით შეჭირვებულ მოქალაქეებს. 4.2.2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალშობილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით; მრავალშვილიანი ოჯახების და მარტოხელა მშობლის ყოველთვიური დახმარება. 4.2.3.სარიტუალო ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით; 4.2.4. უფასო სასადილო და სოციალური სამრეცხაო (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა შესაბამის უფასო სასადილოში; ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით ფუნქციონირებს სოციალური სამრეცხაო. 4.2.5. საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრით, ბუნებრივი კატასტროფით და სხვა მიზეზით დაზარალებულთა ფინანსური დახმარებები; 4.2.6. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სადღესასწაულო დღეებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ პირთა ოჯახების ფინანსური დახმარება. დახმარება შშმ ვეტერანებზე და ჩერნობილის ატომურ ელექტო სადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოეში მონაწილე ვეტერანებზე და აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებზე. 4.2.7. სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საოპერაციო სამკურნალო თანაგადახდა. ყველაკატეგორიის გულის ოპერაციის და უბედური შემთხვევის დროს სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა. 4.2.8. შშმ პირების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირების სოციალური დაცვასა. 4.3. ინტეგრირებული საქმიანობათა დღის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაცებისთვის მზადყოფნისა და ეფექტური მეთოდების შემუშავებას, საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიტარული ფასეულობების გავრცელებას. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა წვევამდელთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის პიროვნებების გაწვევის უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურებში მათი ტრანსპორტირება. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები