დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 65 |
დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.164.016339 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2018 - 15/01/2019)
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი" დანართის შესაბამისად.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის) |
მუხლი 2 |
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 დეკემბრის №39 დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/01/2018წ., 190020020.35.164.016270).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
თავი I ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7631.3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6 896,3 ათასი ლარის ოდენობით .
მუხლი 5. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 135,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 600.0 ათასი ლარის ოდენობით.
თავი III ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 7. ყვარლის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8021.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყვარლის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 93.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყვარლის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 243.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ყვარლის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თავი IV ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -484.1 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -484.1 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -484.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 467,3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 12. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით. თავი V ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 13. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები - წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება; - ინფრასტრუქტურა; - განათლება; - კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; - ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; 1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს დაქვეპროგრამებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთერთი მთავარი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. 1.1 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა. მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება. 1. პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესების პროგრამა მიზანი მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა. აღწერა დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმატი და ფინანსური ანგარიშები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გამოწვეულია თანამშრომლების კვალიფიკაციის არასაკმარისი დონით, აქტივებზე სრულყოფილი ინფორმაციის არ არსებობით. მუნიციპალიტეტში არ არის აქტივების აღრიცხვის ერთიანი სისტემა. საბიუჯეტო პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის და პროცესების გამჭვირვალობის დონე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება, მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება, მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა-გასუფთავება. ბ.ა) წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ა(ა)იპ ,,ყვარელწყალმომსახურება“ რომელიც უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-ექსპლოატაციას და სათავე ნაგებობების აღდგენის მომსახურებას. ბ.ბ) გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. ბ.გ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დურუჯის, შოროხისა და ინწობის ხევების გაწმენდა, ჯებირების გამაგრება, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის დროს. გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,ყვარლის კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ყვარელში სკვერების, გაზონების და პარკების მოვლა-პატრონობას, ქ.ყვარელში ქუჩების დაგვას. მუნიციპალიტეტის სოფლებიდან და ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობას, ქალაქ ყვარლის და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობას. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადნენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით და სათამაშოებით მომარაგება. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ყვარლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულების დაფინასება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყვარლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 22 სკოლამდელი დაწესებულება, სადაც დასაქმებულია 345 ადამიანი და სწავლობს 1365-მდე აღსაზრდელი. სკოლამდელ დაწესებულებებში სამჯერადი კვებაა. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის“ დაფინანსება. გიმნაზიაში ფუნქციონირებს ასევე სკოლამდელი ასაკის 2 ჯგუფი, სადაც დადის 30 ბავშვი. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. დაგეგმილია უეფას სტანდარტების შესაბამისად მეორე კატეგორიის სტადიონის აშენება. ა.ა) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა’’, ა(ა)იპ ,,ყვარლის სპეციალიზირებული საფეხბურთო სკოლა“, შპს ,,ათლეტი“. განხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. განხორციელდება მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული მოედნების მოვლა და მოწყობა. სპორტულ ორგანიზაციებში სულ დასაქმებულია 49 მწვრთნელი (ა(ა)იპ ,,ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა’’ - 40, შპს ,,ათლეტი“ - 1 , ა(ა)იპ ,,ყვარლის სპეციალიზირებული საფეხბურთო სკოლა“- 8), რომელიც ემსახურება დაახლოებით 1000-მდე ბავშვის აღზრდას. სპორტული სკოლა ორიენტირებულია მაქსიმალურად ჩააბას მოსწავლე ახალგაზრდობა აქტიურ სპორტში. ა.ბ) სპორტული ღონისძიების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში სკოლის შემდგომი ასაკის ახალგაზრდებისათვის. ჩატარდება სახელობითი ტურნირები, სადაც გამარჯვებულ სპორტსმენებს სპორტის სახეობების მიხედვით გადაეცემათ თასები, მედლები, დიპლომები და სხა ფასიანი საჩუქრები, ფულადი პრიზები, რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების მოტივაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე წარმატებული სპორტსმენები მივლინებულნი იქნებიან სხვადასხვა რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი“, ა(ა)იპ ,,ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთიანება“, ა(აიპ ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი’’. კულტურის ცენტრში გაერთიანებულია 3 კულტურის სახლი, 3 ბიბლიოთეკა, 4 ცეკვის წრე, 2 სიმღერის, 2 ქარგვის, სადაც სწავლობს სულ 242 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა, სადღესასწაულო და კულტურული ღონისძიებები. ხელი შეეწყობა საბიბლიოთეკო-სამკითხველო და საინფორმაციო საქმიანობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა. გაერთიანება შედგება ყვარლის, გავაზის, შილდის, ჭიკაანის, ახალსოფლის, სამუსიკო სკოლებისგან, სადაც სწავლობს 255 მოსწავლე. გაერთიანების ამოცანებია აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძველს, გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება უფლებამოსილება „ილიას ტბის“ ტერიტორიულ ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიების მოვლას. ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. „ილიას ტბაზე“ მოწყობილია 4 სპორტული მოედანი, ამფითეატრი, საცურაო აუზი, სადაც ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გ) რელიგიური ორგანიზაციების დაფინასება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნეკრესის ეპარქია კომუნალური ხარჯების დასაფარად. დ) საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გაზეთის „ყვარელი“ გამოცემის ხარჯის თანადაფინანსება. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, ახალდაბადებული ოჯახების დახმარებას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება საზ. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისაკენ მიმართული პროგრამები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განხორციელდება ეპიდზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები, ანტირაბიული ღონისძიებები, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზაცია. არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა. განხორციელდება პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ გადამდებ დაავადებათა პრევენციას. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, ბავშვების სოციალური დაცვა, უმწეოთათვის უფასო სასადილოების დაფინანსება, ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება. ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის. მომართვის სფუძველზე მოხდება ოჯახების საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მუნიციპალიტეტი გაუწევს როგორც ფულად დახმარებას, ასევე აანაზღაურებს სამედიცინო და მედიკამენტების ხარჯებს. ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი. (18 წლამდე ასაკის). დღეისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 98 მრავალშვილიანი დედა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია ახალ წელს, დედის დღესთან და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უწევს დახმარებას. ასევე ეხმარება წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. თანხა გაიცემა განცხადების შესწავლის და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. მატერიალურ დახმარებას უწევს ახალდაბადებული ბავშვების ოჯახებს. პირველ შვილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი, მეორე შვილზე 250 ლარი. ბ.გ) უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ყვარელში მცხოვრებ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო ერთჯერადი კვება 230 ბენეფიციარზე. ბ.დ) სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით. თავი VI ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 16. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
თავი VII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 17. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 18. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 19. 2019 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 20. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 23. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 08 -დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 24. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 25. 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 135,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 62.0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73.0 ათასი ლარი. 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69 –ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 26. 2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები