დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.164.016359 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის 65 დადგენილებაში. (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 190020020.35.164.016339) კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის) |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის 201 9 წლის ბიუჯეტი |
ყვარლის
მუნიციპალიტეტის
2019 წლის
ბიუჯეტი
თავი I ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით :
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები , გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები , გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით :
თავი II მუხლი 3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 899,9 ათასი ლარის ოდენობით :
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6 896,3 ათასი ლარის ოდენობით .
მუხლი 5. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 403,6 ათასი ლარის ოდენობით .
მუხლი 6. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 600.0 ათასი ლარის ოდენობით .
თავი III ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები , არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. ყვარლის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 902,3 ათასი ლარის ოდენობით , თანდართული რედაქციით :
მუხლი 8. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყვარლის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 380.5 ათასი ლარის ოდენობით , მათ შორის : ა ) განისაზღვროს ყვარლის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 530.6 ათასი ლარის ოდენობით , თანდართული რედაქციით :
ბ ) განისაზღვროს ყვარლის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარის ოდენობით , მათ შორის :
მუხლი 9. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული რედაქციით :
თავი IV ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო , ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3 383.1 ათასი ლარის ოდენობით . მუხლი 11. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3 411.0 ათასი ლარის ოდენობით . 3. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3 411.0 ათასი ლარის ოდენობით , თანდართული რედაქციით :
3. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა – 2019 წლის ბოლოსთვის 467,3 ათასი ლარის ოდენობით :
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 28,0 ათასი ლარის ოდენობით . 2. განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება – 28,0 ათასი ლარის ოდენობით :
მუხლი 13. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს – 76,7 ათასი ლარის ოდენობით . თავი V ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის , პროგრამები / ქვეპროგრამები მუხლი 14. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები
1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა . პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს , რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას , როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების , მუნიციპალიტეტის საკრებულოს , აპარატის შენახვის ხარჯები , მათ შორის : თანამდებობრივი სარგო , ჯილდო , დანამატი და სხვა . ასევე , მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს , წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს , ვალების დაფარვის ხარჯებს . მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის . ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები , რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით : 1. ახალი სტრუქტურის , დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა ; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა ; 3. მუნიციპალიტეტეის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნა ; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება ; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესება ; 6. მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა . 1.1 პროგრამის /ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა. მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა . აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება . 1.2 პროგრამის / ქვეპროგრამის დასახელება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესების პროგრამა. მიზანი მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა . აღწერა დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმატი და ფინანსური ანგარიშები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს , რაც გამოწვეულია თანამშრომლების კვალიფიკაციის არასაკმარისი დონით , აქტივებზე სრულყოფილი ინფორმაციის არ არსებობით . მუნიციპალიტეტში არ არის აქტივების აღრიცხვის ერთიანი სისტემა . საბიუჯეტო პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის და პროცესების გამჭვირვალობის დონე . ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება , მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა , ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება , მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა . 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა , პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მო ვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . ა ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია და მო ვლა-შენახვა ( პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ შილდასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია , გავაზის ძველ სასაფლაოსთნ მისასვლელი გზის მოასფალტება , სანიაღვრე არხის მოწყობა , გავაზის ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტება , სანიაღვრე არხის მოწყობა , ბალღოჯიანთან მისასვლელი გზის მეოთხე მონაკვეთის მოასფალტება , ბალღოჯიანთან მისასვლელი გზის V მონაკვეთის მოასფალტება , ახალსოფლის V უბნის IV და V უბნების დამაკავშირებელი გზების მოასფალტება , სოფელ გავაზში გულოანთ უბნის მოასფალტება მიმდებარე სანიაღვრე არხების მოწყობით . მოსალოდნელი საბოლოო შედეგები : • მგზავრთა შეუფერხებელი , კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება , შედეგების შეფასების ინდიკატორები : • რეაბილიტირებული გზების მაჩვენებელი . ბ ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია და მოვლა - შენახვა ( პროგრამული კოდი 03 02). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია , გარე განათების ქსელის გაფართოება , არსებული ქსელის მოვლა -შენახვა , მუნიციპალიტეტის დასუფთავება , ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა- რეაბილიტაცია , სანიაღვრე არხების მოწყობა -გასუფთავება . ბ . ა ) წყლის სისტემის მოწყობა - რეაბილიტაციის ღონისძიებები ( პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების , არსებული წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება . პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ა (ა )იპ „ყვარელწყალმომსახურება ,“ რომელიც უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - ექსპლოატაციას და სათავე ნაგებობების აღდგენის მომსახურებას . ბ . ბ ) გარე განათების მოწყობა - რეაბილიტაციის ღონისძიებები ( პროგრამული კოდი 03 02 02) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება , რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია , მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა . ბ . გ ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა , რეაბილიტაცია ( პროგრამული კოდი 03 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დურუჯის , შოროხისა და ინწობის ხევების გაწმენდა , ჯებირების გამაგრება , რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის დროს . გ ) კეთილმოწყობის ღონისძიებები ( პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახური “, რომელიც უზრუნველყოფს ყვარელში სკვერების , გაზონების და პარკების მოვლა -პატრონობას , ქ . ყვარელში ქუჩების დაგვას . მუნიციპალიტეტის სოფლებიდან და ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას , გარე განათების ქსელის მოვლა -პატრონობას , ქალაქ ყვარლის და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სასაფლაოების მო ვლა-პატრონობას . სოფელ ენისელში სასმელი წყლის რეზერვუარამდე მაგისტრალის მოწყობა და გამრიცხველიანება , სოფელ საბუეში სასმელი წყლის ქსელის გამრიცხველიანება , სოფელ შილდის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის , მაგისტრალის და ძველი ქსელის შეცვლა , გამრიცხველიანება , სოფელ გავაზში არსებულ სპორტული მოედნის ტერიტორიაზე საჭიდაო მოედნების მოწყობა . 2. განათლება ( პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა , მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას , რაც მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადნენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია , ინვენტარით და სათამაშოებით მომარაგება . ა ) სკოლამდელი განათლების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 04 01) ყვარლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულების დაფინანსება ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტია . ყვარლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 22 სკოლამდელი დაწესებულება , სადაც დასაქმებულია 345 ადამიანი და სწავლობს 1365-მდე აღსაზრდელი . სკოლამდელ დაწესებულებებში სამჯერადი კვებაა . მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს . პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ . ყვარელში №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია , ახალსოფელში №2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია , სოფელ გრემში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია , ქალაქ ყვარელში №2 საბავშვო ბაგა ბაღის რემონტი . ბ ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა ( პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა (ა )იპ „წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის “ დაფინანსება . გიმნაზიაში ფუნქციონირებს ასევე სკოლამდელი ასაკის 2 ჯგუფი , სადაც დადის 30 ბავშვი . გათვალისწინებულია ასევე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა . 3. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი ( პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა . ა ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა ( პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება . დაგეგმილია „უეფას “ სტანდარტების შესაბამისი მეორე კატეგორიის სტადიონის აშენება . სოფელ ახალსოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობა . ა . ა ) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა ( პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა , პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა “, ა (ა )იპ „ყვარლის სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა “, შპს „ათლეტი “. განხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა გამაჯანსაღებელ მოძრაობაში , სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება , ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში . განხორციელდება მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული მოედნების მოვლა და მოწყობა . სპორტულ ორგანიზაციებში სულ დასაქმებულია 49 მწვრთნელი (ა (ა )იპ „ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა “ – 40, შპს „ათლეტი “ – 1, ა (ა )იპ „ყვარლის სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა “ – 8), რომელიც ემსახურება დაახლოებით 1000-მდე ბავშვის აღზრდას . სპორტული სკოლა ორიენტირებულია მაქსიმალურად ჩააბას მოსწავლე -ახალგაზრდობა აქტიურ სპორტში . ა . ბ ) სპორტული ღონისძიების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში სკოლის შემდგომი ასაკის ახალგაზრდებისათვის . ჩატარდება სახელობითი ტურნირები , სადაც გამარჯვებულ სპორტსმენებს სპორტის სახეობების მიხედვით გადაეცემათ თასები , მედლები , დიპლომები და სხა ფასიანი საჩუქრები , ფულადი პრიზები , რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების მოტივაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას . ასევე წარმატებული სპორტსმენები მივლინებულნი იქნებიან სხვადასხვა რეგიონალურ , რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში . ბ ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა ( პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა , პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი “, ა (ა )იპ „ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთია ნება “, ა (ა )იპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის , სპორტულ -გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი “. კულტურის ცენტრში გაერთიანებულია 3 კულტურის სახლი , 3 ბიბლიოთეკა , 4 ცეკვის წრე , 2 სიმღერის , 2 ქარგვის , სადაც სწავლობს სულ 242 მოსწავლე . პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა , სადღესასწაულო და კულტურული ღონისძიებები . ხელი შეეწყობა საბიბლიოთეკო -სამკითხველო და საინფორმაციო საქმიანობას . პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა . გაერთიანება შედგება ყვარლის , გავაზის , შილდის , ჭიკაანის , ახალსოფლის , სამუსიკო სკოლებისგან , სადაც სწავლობს 255 მოსწავლე . გაერთიანების ამოცანებია აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძველს , გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა , ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები . პროგრამის ფარგლებში განხორციელდება უფლებამოსილება „ილიას ტბის “ ტერიტორიულ ფარგლებში , რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიების მოვლას . ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას . „ილიას ტბაზე “ მოწყობილია 4 სპორტული მოედანი , ამფითეატრი , საცურაო აუზი , სადაც ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები . მოსალოდნელი საბოლოო შედეგები : გ ) რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნეკრესის ეპარქია კომუნალური ხარჯების დასაფარად . დ ) საგამომცემლო საქმიანობა ( პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გაზეთის „ყვარელი “ გამოცემის ხარჯის თანადაფინანსება . 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ( პროგრამული კოდი 06 00) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი ძირითადი პრიორიტეტია , მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი , მრავალშვილიანი , ახალდაბადებული ოჯახების დახმარებას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან . ა ) ჯანდაცვის პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა , ჯანმრთელობის ხელშეწყობის , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისაკენ მიმართული პროგრამები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე . განხორციელდება ეპიდზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები , ანტირაბიული ღონისძიებები , მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები , პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზაცია . არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა . განხორციელდება პროგრამები , რომლებიც ხელს შეუწყობენ გადამდებ დაავადებათა პრევენციას . ასევე სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის “ შენობის მშენებლობის სამუშაოები , სოფელ შილდის ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია , სოფელ სანავარდოში ამბულატორიის ოთახების რებილიტაცია , სოფელ წიწკანაანთსერში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია ) ბ ) სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება , ბავშვების სოციალური დაცვა , უმწეოთათვის უფასო სასადილოების დაფინანსება , ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება . ბ . ა ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ( პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის . მომართვის საფუძველზე მოხდება ოჯახების საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მუნიციპალიტეტი გაუწევს როგორც ფულად დახმარებას , ასევე აანაზღაურებს სამედიცინო და მედიკამენტების ხარჯებს . ბ . ბ ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა ( პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის , რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი . (18 წლამდე ასაკის ). დღეისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 98 მრავალშვილიანი დედა , რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია ახალ წელს , დედის დღესთან და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უწევს დახმარებას . ასევე ეხმარება წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად . თანხა გაიცემა განცხადების შესწავლის და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე . მატერიალურ დახმარებას უწევს ახალდაბადებული ბავშვების ოჯახებს . პირველ შვილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი , მეორე შვილზე 250 ლარი . ბ . გ ) უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება ( პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ყვარელში მცხოვრებ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო ერთჯერადი კვება 230 ბენეფიციარზე . ბ . დ ) სარიტუალო ხარჯები ( პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით . თავი VI ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 15. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით :
თავი VII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 16. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული ) სისტემის მეშვეობით . მუხლი 17. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად . მუხლი 18. 2019 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო , დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში . მუხლი 19. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება , ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება ), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით . მუხლი 20. 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა , ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ , ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით , „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე . 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას . მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . მუხლი 21. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება . მუხლი 22. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 08 – დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები , სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები . წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით , რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება , რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს . მუხლი 23. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი “ 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად . მუხლი 24. 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 135,0 ათასი ლარი მიიმართოს : ა ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 62.0 ათასი ლარი ; ბ ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ “ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73.0 ათასი ლარი . 2. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი “ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება . მუხლი 25. 2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 76.7 ათასი ლარის ოდენობით , სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე . |
დოკუმენტის კომენტარები