საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1038
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 340020000.22.023.016561
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-1038
24/12/2018
ვებგვერდი, 25/12/2018
340020000.22.023.016561
საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2018 - 27/03/2020)

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1038

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად  დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო  კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი (შემდგომში – ეროვნული კატალოგი) და ეროვნული კატალოგის წარმოების წესი (შემდგომში-წესი) ადგენს ეროვნული კატალოგის  სტრუქტურას, მასში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და ხელახალი რეგისტრაციის პირობებს და კატალოგის წარმოების პროცედურებს.

2. ეროვნულ კატალოში რეგისტრირდება:

ა) გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები – სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელმაც გაიარა გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე;

ბ) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები (მათი სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის შემდეგ);

გ) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში, რომელიც მისი გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადაპტირებულია ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებთან.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისთვის  მასში გამოყენებულ ტერმინებს  აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემნარჩუნებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია ეროვნულ კატალოგში და პასუხისმგებელია  ჯიშის  შენარჩუნებაზე იმ მახასიათებლებით, რომელიც ამ ჯიშის ოფიციალურ აღწერაშია მოცემული;

ბ) ჯიშის სტატუსი – ჯიშის სამართლებრივი მდგომარეობა (სელექციონერის უფლებით დაცული ან თავისუფალი);

გ) პომოლოგიური  მახასიათებლები – ხეხილოვან  და კენკროვან კულტურათა ჯიშების ბიო-მორფოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლები;

დ) ბიო-მორფოლოგიური მახასიათებლები – მცენარის ანატომიური აგებულებისა და მასში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ერთობლიობისა და გარემო ფაქტორების გავლენის შედეგად ჩამოყალიბებული ნიშანთვისებათა კომპლექსი;

ე) სამეუნეო  მახასიათებლები – სამეურნეო ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ამ ჯიშისგან მიღებული და/ან წარმოებული პროდუქტის მნიშვნელობასა და გამოყენებას;

ვ) ბიოლოგიური თავისებურებანი – ბიო-მორფოლოგიურ მახასიათებელთა კომპლექსი, რომელიც განსაზღვრავს ჯიშის არსებობას კონკრეტულ გარემოში და მის პროდუქტიულობის უნარს, ყალიბდება ხანგრძლივი ევოლუციის პროცესში და ხასიათდება სტაბილურობით.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ტერმინები.


მუხლი 3. ეროვნული კატალოგის სტრუქტურა
1. ეროვნულ კატალოგში  ჯიშების შეტანა ხორციელდება ანბანის რიგითობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

2. ეროვნულ კატალოგი მოიცავს  ძირითად და დამატებით ნაწილებს.

ა) ძირითადი ნაწილი მოიცავს (შევსება სავალდებულოა):

ა.ა) კულტურის დასახელებას;

ა.ბ) ბოტანიკურ სახელწოდებას;

ა.გ) ჯიშის დასახელებას;
ა.დ) სელექციონერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ა.ე) შემნარჩუნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ა.ვ) ჯიშის კატალოგში შეტანის თარიღს;

ა.ზ) ჯიშის სტატუსს.

ბ) დამატებითი ნაწილი მოიცავს:

ბ.ა) ჯიშის ბიო-მორფოლოგიური მახასიათებლებს;

ბ.ბ) პომოლოგიურ მახასიათებლებს;

ბ.გ) სამეურნეო ნიშანთვისებებს;

ბ.დ) ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებს იმ აგროკლიმატური ზონების მითითებით, სადაც ჯიში იქნა გამოცდილი ან გავრცელებული.

3. ეროვნულ კატალოგში ჯიშის რეგისტრაციის ხანგრძლივობა:

ა) ერთწლოვანი კულტურების ჯიშებისათვის - 10 წელი;

ბ) მრავალწლოვანი კულტურების ჯიშებისათვის - 15 წელი;

გ) ადგილობრივი(აბორიგენური) ჯიშებისათვის - უვადო.


მუხლი 4. ეროვნული კატალოგის წარმოების წესი
1. ეროვნულ კატალოგში ჯიშის რეგისტრაციის პროცედურის დაწყება ხორციელდება სელექციონერის ან შემნარჩუნებლის განაცხადის საფუძველზე.
2. განაცხადი წარედგინება ეროვნული კატალოგის წარმოებაზე უფლებამოსილ ორგანოს.
3. განაცხადს თან უნდა ახლდეს:

ა) DUS  ტესტის ოფიციალური შედეგები;

ბ) ოფიციალურად დამოწმებული ინფორმაცია ჯიშის გამოცდის შესახებ;

გ) ოფიციალურად დამოწმებული ინფორმაცია ჯიშის სამართლებრივი სტატუსის შესახებ;

დ) ჯიშზე, რომელიც  ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ჯიშთა გამოცდაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ინფორმაცია ამ ჯიშის სასოფლო-სამეურნეო გამოცდის შედეგების შესახებ;

ე) ჯიშზე, რომელიც არ ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას, განმცხადებელმა დეკლარაციის სახით უნდა წარმოადგინოს ამ ჯიშზე  ჩატარებული გამოცდების  ან დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.   

4. განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია ბეჭდური ან ელექტრონული სახით.

5. ჯიშმა, რომელსაც გაუვიდა ეროვნულ კატალოგში არსებობის ვადა, სელექციონერის ან შემნარჩუნებლის  მოთხოვნის და ამ წესის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიაროს ხელახალი  რეგისტრაცია. 

6. ეროვნულ კატალოგში ჯიშის ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელია:

ა) სელექციონერის ან შემნარჩუნებლის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) თუ ჯიში საჭიროებს ხელშეწყობას  მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით.

7. ეროვნულ კატალოგში რეგისტრირებული ჯიშის რეგისტრაციის გაუქმება    ხორციელდება:

ა) ეროვნულ კატალოგში ჯიშის არსებობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

ბ) სელექციონერის ან შემნარჩუნებლის მოთხოვნის საფუძველზე.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ კატალოგს პერიოდულად აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს. ეროვნული კატალოგის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ეროვნული კატალოგის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე და  ხელმისაწვდომია  ნებისმიერი დაინტერსებული პირისთვის.

9. ეროვნულ კატალოგში ჯიშის რეგისტრაციაზე ან/და გაუქმებაზე გამოცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება ეროვნულ კატალოგში უნდა აისახოს გამოცემიდან 5 სამუშაო დღის განმალობაში.


მუხლი 5. ეროვნული კატალოგის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ეროვნული კატალოგის წარმოებაზე, განახლებაზე  და გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

2. სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განიხილავს წარდგენილ განაცხადსა და თანმდევ დოკუმენტაციას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.