დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის N2-1038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-291 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.22.023.016627 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1038 ბრძანებით (სსმ, 25/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 340020000.22.023.016561) დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ეროვნული კატალოგი შეიძლება დაიყოს სახეობების მიხედვით.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) სელექციონერის მოთხოვნის შემთხვევაში, მცენარის ჰიბრიდების და სინთეზური ჯიშების გენეალოგიური კომპონენტების გამოცდის შედეგების აღწერილობა, რომელიც უნდა იყოს კონფიდენციალური.“. 3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტები: „გ) როდესაც შემოწმებით დადასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიში აღარ არის განსხვავებული, ერთგვაროვანი ან სტაბილური; დ) როდესაც არ სრულდება ამ წესის დადგენილი მოთხოვნები; ე) როდესაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშის ეროვნულ კატალოგში შეტანაზე განაცხადის შეტანის ან შემოწმების დროს, მიწოდებულია მცდარი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშის ეროვნულ კატალოგში შეტანა.“. 4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ეროვნულ კატალოგში შეტანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშები უნდა იქნეს შენარჩუნებული ჯიშების შენარჩუნების არსებული პრაქტიკის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები