„საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-909
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 340020000.22.023.016843
2-909
05/12/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
340020000.22.023.016843
„საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-909

2023 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის №2-1038 ბრძანებით (სსმ, 25/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 340020000.22.023.016561) დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის": 

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძირითადი ნაწილი მოიცავს (შევსება სავალდებულოა):

ა.ა) კულტურის დასახელებას და სინონიმებს;

ა.ბ) ბოტანიკურ სახელწოდებას;

ა.გ) ჯიშის დასახელებას;

ა.დ) სელექციონერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ა.ე) შემნარჩუნებელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ა.ვ) მითითება „აღწერილობა“ ან „აღიარებული აღწერილობა“, საჭიროების შემთხვევაში;

ა.ზ) ჯიშის კატალოგში შეტანის თარიღს ან განახლების თარიღს საჭიროების შემთხვევაში;

ა.თ) ჯიშის სტატუსს;

ა.ი) რეგისტრაციის მოქმედების ვადას.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ჯიში რეგისტრირებული სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქვეყანაში არის თუ არა განაცხადი ჯიშის ასეთი რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ჯიშის აღწერილობით.“.

3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნულ კატალოგში ჯიშის ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელია მაქსიმუმ 30 წლით:

ა) სელექციონერის ან შემნარჩუნებლის წერილობითი მოთხოვნის და შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის  საფუძველზე, რომ ჯიშის მასალა ისევ ხელმისაწვდომია;

ბ) თუ ჯიში საჭიროებს ხელშეწყობას  მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით.“.

4. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) როდესაც ჯიშის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისას, ან ექსპერტიზის დროს, მოწოდებული იყო მცდარი მონაცემები იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც მოხდა ჯიშის რეგისტრაცია.“.

5. მე-4 მუხლის  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ეროვნულ კატალოგში ჯიშის რეგისტრაციაზე, ხელახალ რეგისტრაციაზე ან/და გაუქმებაზე გამოცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება ეროვნულ კატალოგში უნდა აისახოს გამოცემიდან 5 სამუშაო დღის განმალობაში.“.

6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ეროვნულ კატალოგში, ყოველი რეგისტრირებული ჯიშის შესახებ მონაცემი უნდა იქნეს შენახული და  უნდა შეიცავდეს ჯიშის აღწერილობას და ჯიშის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის შეჯამებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია