საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2714
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 14/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2714
02/03/2006
სსმ, 33, 14/03/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2006 - 31/01/2008)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა 400 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებული არიან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყონ იგი სამუშაო ოთახით (ოთახებით), სპეციალისტების კონსულტაციებითა და საოფისე ტექნიკით, აგრეთვე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი უზრუნველყონ ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის საჭირო ფართობით (დარბაზით), საკანცელარიო საქონლით, საწვავით და შესაძლებლობის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალებით; სათანადო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ გამოყონ თანხა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მოწვეულ სპეციალისტებთან განსაზღვრული ვადით გააფორმონ შრომითი ხელშეკრულებები.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა სამუშაო ოთახებით უზრუნველყონ ის პარტიები (ბლოკები), რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ აღმოჩენილი დახმარების შესახებ წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

5. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის №305-IIს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

 

თბილისი,

2006 წლის 2 მარტი.

№2714-Iს