დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 22/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს (გარდა თვითმმართველ ქალაქებში არჩეული მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისა) ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა 1070 ლარი, ხოლო თვითმმართველ ქალაქში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრს – 1400 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სამუშაო ოთახებით უზრუნველყონ ის პარტიები (ბლოკები), რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პარტიებისა (ბლოკებისა)).“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№208–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები