მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040000000.10.003.020833
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
517
31/10/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
040000000.10.003.020833
მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/11/2018 - 05/08/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №517

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11912 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის

წესი და პირობები

 


მუხლი 1. მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) ადგენს მრავალშვილიანი მშობლ(ებ)ისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შეღავათის (შემდგომში − სოციალური შეღავათი) ოდენობას, მის მიმღებ პირთა წრეს და აწესრიგებს მის დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2

1. ამ წესის მიზნებისთვის მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები და მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის, რომელსაც ჰყავს ოთხი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, ელექტროენერგიის სუბსიდიის (სოციალური შეღავათის) ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 20 ლარს, ხოლო მე-5 და მომდევნო თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე − დამატებით არაუმეტეს 10 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათს მრავალშვილიანი  მშობლის სტატუსის მქონე პირის ოჯახი იღებს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე.  

4. სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ მრავალშვილიან მშობელთა მონაცემთა რეესტრში (შემდგომში − მონაცემთა რეესტრი) მითითებული პირი.  ამასთან, ორივე მშობლისთვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება დედა.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ გაიცემა მრავალშვილიან მშობელზე, რომლის ბავშვები განთავსებულნი არიან  სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბავშვების სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ განთავსების მიუხედავად, მრავალშვილიან მშობელთან მყოფი ბავშვების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ ოთხ 18 წლამდე ასაკის ბავშვს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სოციალური შეღავათი არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახ(ებ)ის შემოსავლებში და არ არის ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  ხელახალი  გადამოწმების  საფუძველი.

7. მრავალშვილიან ოჯახს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეღავათთან ერთად, მიიღოს „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სუბსიდია ან „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შეღავათი.

მუხლი 3

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). სააგენტო უფლებამოსილია, სოციალური შეღავათის ადმინისტრირებისას გამოიყენოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზ(ებ)ი, რომლებიც გამოიყენება სააგენტოს მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამების ადმინისტრირებისას;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა რეესტრი (შემდგომში − მონაცემთა რეესტრი).

2. სააგენტო უზრუნველყოფს, ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მონაცემთა რეესტრში არსებული ინფორმაციის (პირადი ნომრები და არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ნომრები) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან შედარებას პირადი ნომრების მიხედვით. შედარების შედეგად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ს მიეწოდებათ იმ აბონენტების ნომრები, რომლებზეც უნდა განხორციელდეს სოციალური შეღავათი. სოციალური შეღავათის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური (არა საერთო მოხმარების) აბონენტების ნომრები.

3. „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სოციალური შეღავათის თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და შესაბამისად, საანგარიშგებო თვის სოციალური შეღავათის ანაზღაურება ხორციელდება სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) სოციალური შეღავათის ადმინისტრირებასა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ქმედების განხორციელებას;

ბ) სოციალური შეღავათის გაცემისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) დამუშავებას;

გ) სოციალური შეღავათის დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;

დ) მონაცემთა რეესტრის სააგენტოს მიერ წარმოებულ მეურვეობა-მზრუნველობის ბაზასთან დადარებას;

ე) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს მონაცემთა რეესტრში არსებული, ასევე ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ან/და ასანაზღაურებელი თანხის სისწორის შემოწმება და/ან რაიმე სახის კორექტირება.

მუხლი 4. სოციალური შეღავათის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრები.