„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040000000.10.003.021814
105
10/02/2020
ვებგვერდი, 12/02/2020
040000000.10.003.021814
„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2018, 040000000.10.003.020833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების“:

1. მე-2  მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ გაიცემა მრავალშვილიან მშობელზე, რომლის ბავშვ(ებ)ი მონაცემთა დამუშავების მომენტისათვის სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით განთავსებულნი არიან სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ, რის თაობაზეც მონაცემები სააგენტოს მიეწოდება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო) მიერ შეთანხმებული ფორმატით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბავშვ(ებ)ის სახელმწიფო ზრუნვისა და მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ განთავსების მიუხედავად მრავალშვილიან მშობელთან მყოფი ბავშვების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ ოთხ 18 წლამდე ასაკის ბავშვს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტო უზრუნველყოფს ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით მონაცემთა რეესტრში არსებული ინფორმაციის (მშობლის სქესი, პირადი ნომრები, მშობელსა და შვილებს შორის კავშირის თაობაზე და არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ნომრები) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან შედარებას (სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილი პირის) პირადი ნომრების მიხედვით, ასევე მონაცემთა რეესტრში არსებული ინფორმაციის (არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ნომრები) შედარებას სააგენტოს ხელთ არსებულ ბაზასთან საანგარიშო თვის ან წინა თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, სახელმწიფო ზრუნვისა და  მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ განთავსებული ბავშვების შესახებ. შედარების შედეგად ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ს მიეწოდებათ იმ აბონენტების ნომრები, რომლებზეც უნდა განხორციელდეს სოციალური შეღავათი. სოციალური შეღავათის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური (არა საერთო მოხმარების) აბონენტების ნომრები.“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონაცემთა რეესტრის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ წარმოებულ მეურვეობა-მზრუნველობის შესაბამის ბაზასთან დადარებას;“;

 გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს მონაცემთა რეესტრში ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ წარმოებულ მეურვეობა-მზრუნველობის ბაზაში არსებული, ასევე ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ან/და ასანაზღაურებელი თანხის სისწორის შემოწმება და/ან რაიმე სახის კორექტირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია