„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 040000000.10.003.021381
359
05/08/2019
ვებგვერდი, 06/08/2019
040000000.10.003.021381
„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2019 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2018, 040000000.10.003.020833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის ოჯახი იღებს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ოჯახი (სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილი პირი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და საანგარიშო თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე.“;  

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ გაიცემა მრავალშვილიან მშობელზე, რომლის ბავშვ(ებ)ი მონაცემთა დამუშავების მომენტისათვის სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით განთავსებულნი არიან სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბავშვ(ებ)ის სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ განთავსების მიუხედავად, მრავალშვილიან მშობელთან მყოფი ბავშვების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ ოთხ 18 წლამდე ასაკის ბავშვს.“.

2.  მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უზრუნველყოფს, ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მონაცემთა რეესტრში არსებული ინფორმაციის (მშობლის სქესი, პირადი ნომრები, მშობელსა და შვილებს შორის კავშირის თაობაზე და არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ნომრები) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან შედარებას (სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილი პირის) პირადი ნომრების მიხედვით, ასევე მონაცემთა რეესტრში არსებული ინფორმაციის (არასრულწლოვანი ბავშვების პირადი ნომრები) შედარებას სააგენტოს ხელთ არსებულ ბაზასთან საანგარიშო თვის ან წინა თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ განთავსებული ბავშვების შესახებ. შედარების შედეგად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ს მიეწოდებათ იმ აბონენტების ნომრები, რომლებზეც უნდა განხორციელდეს სოციალური შეღავათი. სოციალური შეღავათის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური (არა საერთო მოხმარების) აბონენტების ნომრები.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალური შეღავათის გაცემისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მშობლის სქესი) დამუშავებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე