2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017602
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
45/ნ
24/10/2018
ვებგვერდი, 24/10/2018
430060000.22.022.017602
2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/10/2018 - 01/06/2021)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №45/ნ

2018 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „2018-2019 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს №414 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი

 

2018-201 9 სასწავლო წელს საქართველოს განათლების ,   მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი ადგენს 2018-2019 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში – პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.

2. პროგრამული დაფინანსების გზით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება მიზნად ისახავს:

) უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობას;

) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების განვითარებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.


მუხლი 2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები
1. 2018-2019 სასწავლო წელს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებია:

ა) აგრარული მეცნიერებანი;

ბ) განათლება;

გ) ინჟინერია;

დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

ზ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელზეც/რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები), ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების რაოდენობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში განსახორციელებელ ნებისმიერ ცვლილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიღებამდე, წერილობით ათანხმებს სამინისტროსთან.

4. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ განსაზღვრული ადგილების დასაფინანსებლად აუცილებელი თანხის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობას.


მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები განისაზღვრება შემდეგი ოდენობებით:

) სსიპივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,756,250 ლარი;

) სსიპსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 4,050,000 ლარი;

) სსიპილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000 ლარი;

) სსიპაკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,182,500 ლარი;

) სსიპბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1,035,000 ლარი;

) სსიპსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 450,000 ლარი;

) სსიპიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 630,000 ლარი;

) სსიპსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 720,000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით;

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება მიმართოს:

) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად;

) იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სრულად არ შეივსება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობა.

4. თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აითვისებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბაკალავრიატის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის/პროგრამებისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესაბამის თანხას/თანხებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის გათვალისწინებული აუთვისებელი თანხა/თანხები მიმართოს იმავე პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების ფარგლებში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული, ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით უფრო მაღალი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტების დასაფინანსებლად, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.

5. თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აითვისებს შესაბამის თანხას/თანხებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული თანხა/თანხები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით მიმართოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების/მიმართულებების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის/სტუდენტების დასაფინანსებლად.


მუხლი 4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასური
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ყოველი სტუდენტის, მათ შორის  სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელი სტუდენტის, გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა, სწავლის დასაფინანსებლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2250 ლარი.

2. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.


მუხლი 5. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი და პირობები
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული  საქართველოს მოქალაქე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.

2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებიდან დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებლად განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების შერჩევისას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეყრდნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებულ სტუდენტთა საკონკურსო ქულებს.

4. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსების უფლებას მიიღებენ სტუდენტები, რომელთა საკონკურსო ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით აღემატება  ბაკალავრიატის ამავე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სხვა სტუდენტების შედეგებს.

5. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ რამდენიმე სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაფინანსების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლო ადგილზე დასაფინანსებელ სტუდენტს შეარჩევს  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

6. თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე დასაფინანსებლად შერჩეულ რამდენიმე სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათთვის საჭირო დაფინანსება აღემატება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლო ადგილზე დასაფინანსებელ სტუდენტს შეარჩევს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

7. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

8. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ  ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და მისი პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.


მუხლი 6. იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი და პირობები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე
1. პროგრამული დაფინანსება შეიძლება გაიცეს  საქართველოს მოქალაქე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე.

2. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასაფინანსებლად შეარჩევს იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ბოლო ადგილზე დასაფინანსებელ სტუდენტს შეარჩევს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების პროგრამული დაფინანსების ვადა განისაზღვრება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსების ხანგრძლივობიდან დარჩენილი ვადით.

4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროგრამული დაფინანსების განკარგვის შეზღუდვა
1. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პირის განმეორებით დაფინანსება პროგრამულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის იმავე ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შემთხვევაში.

2. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში  სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მქონე, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი  სტუდენტის დაფინანსება.

3. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტის დაფინანსება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.

4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრის (შემოდგომის სემესტრში) და პირველი აპრილისათვის (გაზაფხულის სემესტრში) შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

5. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება, რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სტუდენტისათვის გამოყოფილი დაფინანსების  გადატანა.

7. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.


მუხლი 8. პროგრამული დაფინანსების გაცემა
1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

2. თანხის გადარიცხვის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით, ყოველსემესტრულად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სტუდენტთა რაოდენობის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გადასარიცხი თანხის ოდენობის მითითებით.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ა) შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა,  სტუდენტის სტატუსი, პროგრამული დაფინანსების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (შესაბამისი სამართლებრივი აქტის/აქტების რეკვიზიტები), ამ პროგრამისთვის განსაზღვრული (სამინისტროსთან შეთანხმებული) ადგილების რაოდენობა, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) და სტუდენტის სწავლის საფასური – პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

ბ) აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში, გრანტის მოპოვების/გაუმჯობესების წელი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობა, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობა, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაურიცხოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.


მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარჯვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად:

ბ.ა) არაუგვიანეს პირველ ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრში)/პირველ აპრილამდე (გაზაფხულის სემესტრში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული, ასევე, სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესითა და მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ ასახული სტუდენტების სიის გადამოწმების შედეგად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შესაბამის სტუდენტთა გათვალისწინება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობაში;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს  წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე;

დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ, სამინისტროს  წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე.


მუხლი 10. სამინისტროს უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისია (შემდგომშიკომისია).

2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს დასკვნა მომდევნო სასწავლო წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.