„2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის N45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 28/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018028
28/ნ
01/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
430060000.22.022.018028
„2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის N45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის N45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №28/ნ

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის N45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის N45/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/10/2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017602) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული  2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობების:

ა) მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნას;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირება და დაადასტუროს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი დაფინანსების ოდენობის სისწორე.“.

გ) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91. პროგრამული დაფინანსების შემცირება ან/და გაცემაზე უარის თქმა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა არის პროგრამული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.“.

მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსების დაანგარიშების მიზნით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი