ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016348
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
72
31/08/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
010260020.35.124.016348
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/09/2018 - 27/12/2021)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილება(საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 18.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016129).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე



ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი 

მუხლი 1. უფლებამოსილების    განხორციელებასთან    დაკავშირებული    ხარჯების    ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს.

მუხლი 2. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომებზე დასწრების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების, დადგენილების პროექტის ინიციირების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისათვის კითხვით მიმართვის, ამომრჩეველთა მიღების, ამომრჩეველთა შეხვედრის, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვისა და ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებული გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებების განხორციელებისას.
2. ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა საკრებულოს წევრი საკრებულოს აპარატში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს/ოქმებს და განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მის მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია.
3. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრთა მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილ დოკუმენტებზე (მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ოქმი და სხვა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მასალები) დაყრდნობით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მოცემულია საკრებულოს წევრთა მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციათა სხდომებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები,რაც საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარმოადგენს მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს რიგით სხდომაზე და შესაბამისი ორგანოების (კომისიები) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

მუხლი 3. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას განახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.