დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016436 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 აგვისტოს №72 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, 04.09.2018წ. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016348) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1.პირველი მუხლი (უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდეებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და იგი განისაზღვროს 600(ექვსასი) ლარის ოდენობით.“ 2. მე-2 მუხლის (უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.ყოველი თვის არაუგვიანეს ბოლო სამუშაო დღისა საკრებულოს წევრი საკრებულოს აპარატში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმებს და განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მის მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების წარმოშობის შესახებ ინფორმაცაი.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.საკრებულოს წევრმა საკრებულოს სხდომაზე და საკრებულოს შესაბამისი ორგანოების (კომისიები) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს საკრებულოს აპარატს. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე არ წარმოადგინა წერილობითი განცხადება მატერიალური სახით ან ელექტრონულად, სხდომაზე დაუსწრებლობა ჩაეთვება არასაპატიო მიზეზად და შესაბამისად პროპორციულად საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეუმცირდება საანგარიშო თვის ხარჯი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები