„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016462
26
23/12/2022
ვებგვერდი, 26/12/2022
010260020.35.124.016462
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება  ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის  31 აგვისტოს №72 დადგენილებაში  (საკანონმდებლო მაცნე, 04.09.2018წ. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016348) და დადგენილებით დამტკიცებული:

1.  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე კანონის 156 -ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი (უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა, საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებისა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)  განისაზღვროს  740.00 (შვიდას ორმოცი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე