სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016820
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
320
07/08/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
100110000.22.027.016820
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2018 - 15/04/2019)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №320

2018 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანება.
მუხლი 3
1. ამ ბრძანებით გათვალისწინებულმა ადგილობრივმა საბჭოებმა 2018 წლის 11 აგვისტომდე უზრუნველყონ ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად პირველი სხდომის ჩატარება 2018 წლის 15 ივლისამდე შემოსული შუამდგომლობების განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების გამოცემამდე (2018 წლის 1 სექტემბერი) მოქმედებს „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელსაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.

2. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

3. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.

4. საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27.

5. საბჭოს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება საბჭოს თავმჯდომარესთან.

მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის პრინციპები

საბჭოს საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.

მუხლი 3. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა

საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო განიხილავს ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა)  სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

დ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო განიხილავს ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ე) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო განიხილავს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ვ) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.

მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი

1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) 1 თანამშრომელი;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი, სააგენტოს უფროსის წარდგინებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი, სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით.

7. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა საქართველოს პარლამენტის ერთმა წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.

8. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

9. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, ხოლო ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება ან/და სამუშაო გამოცდილება გენდერულ საკითხებზე და ქალი პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით.

10. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.

11. საბჭოს წევრი ინიშნება ერთი წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა.

მუხლი 5. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება;

ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება, სხვებს შორის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გაუცხადებლობის ან ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.

მუხლი 6. საბჭოს უფლებამოსილება

1. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს:

ა) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ბ) მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

მუხლი 7. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.

2. საბჭოს სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით.

3. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს.

4. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

5. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად.

6. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.

7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

მუხლი 8. საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში თავმჯდომარე), რომელსაც საბჭოს წარდგინებით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

2. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა ხდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

3. თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) იწვევს საბჭოს სხდომებს;

გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;

დ) უძღვება საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას;

ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ვ) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ასრულებს საბჭოს სხვა წევრი.

5. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) დასვას საკითხი საბჭოს სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს შუამდგომლობას და საქმის მასალებს.

6. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ  გაახმაუროს მსჯავრდებულთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სხვა ინფორმაცია;

გ) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ან თავისი პროფესიული ინტერესებისათვის;

დ) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ გამოიყენოს არსებული მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მისაღებად;

ე) მსჯავრდებულებთან ურთიერთობისას იყოს თავაზიანი და ტაქტიანი;

ვ) არ მოიმოქმედოს არაფერი იმგვარი, რაც შელახავს საბჭოს იმიჯს ან რეპუტაციას.

მუხლი 9. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა

1. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში საბჭოს აპარატი).

2. საბჭოს აპარატი:

ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმის წარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;

გ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

დ) აწარმოებს საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრს;

ე) ამზადებს კვარტალურ სტატისტიკას, რომელიც გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივ საბჭოებს;

ზ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.

3. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ესწრება საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

4. საბჭოს აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

მუხლი 10. საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყება

1. საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.

2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე, ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის პენიტენციური დაწესებულება (შემდგომში დაწესებულება), სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის შესაბამისად შევსებული მსჯავრდებულის დახასიათება.

3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

5. თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტია/სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი/აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვოს საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭო, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იხილავს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

2. მხარეს უფლება აქვს შუამდგომლობის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

3. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების სახესა და თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

4. საბჭოში შემოსული მასალები გასაცნობად ეგზავნებათ საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

5. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს საბჭოს.

მუხლი 12. საბჭოს წევრის აცილება/თვითაცილება

1. საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან ანდა ის იცავდა ან იცავს მსჯავრდებულის ინტერესებს ან უფლებებს; ასევე, თუ არსებობს სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. თუ მას ეს არ განუცხადებია, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება საბჭოს წევრის აცილების შესახებ მსჯავრდებულის საქმეზე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. საბჭოს წევრის განცხადება თვითაცილების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. საბჭოს წევრის აცილების შესახებ დასაბუთებულ განცხადებას იხილავს და წყვეტს საბჭო ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ამ ნორმაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.

3. საბჭოს თავმჯდომარის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში  თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით შერჩეული საბჭოს სხვა წევრი, ხოლო  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი. 

4. თუ აცილებული ან თვითაცილებული იქნება საბჭოს წევრთა ისეთი ოდენობა, რომ საბჭო ვეღარ იქნება გადაწყვეტილებაუნარიანი, მსჯავრდებულის საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

მუხლი 13. შეფასების კრიტერიუმები

1. შეფასების კრიტერიუმებია:

ა) დანაშაულის ხასიათი აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას;

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული;

დ) ოჯახური პირობები აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; 

ე) მსჯავრდებულის პიროვნება აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

2. მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

3. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია;

გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

4. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ეცნობება მსჯავრდებულს და დაინტერესებულ მხარეებს (მსჯავრდებულს, დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა).

6. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭოს სხდომის ჩატარების დროს იწარმოება სხდომის ოქმი. ოქმში აისახება საბჭოს თითოეული წევრის ხმა მსჯავრდებულის საქმესთან მიმართებაში და საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

მუხლი 14. საბჭოს სხდომა

1. ჩასატარებელი სხდომების ოდენობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე საბჭოში შემოსული შუამდგომლობების გათვალისწინებით.

2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 3 წევრი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

3. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 15. საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე

1. საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება მხოლოდ საბჭოს წევრების და საბჭოს აპარატის თანამშრომლის მონაწილეობით.

2. საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა მოწვეულ იქნეს სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი.

3. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს ამ წესით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.

მუხლი 16. ზეპირი მოსმენა

1. საბჭო ზეპირ მოსმენას ატარებს ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

2. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა). საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შესაძლოა მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარე და სპეციალური ცოდნის (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგი ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის) მქონე პირი. მოწვეული სპეციალისტის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საბჭოს სხდომის ჩატარებას.

3. დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

4. შეტყობინებაში მიეთითება საბჭოს უფლებამოსილება საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც. მსჯავრდებულისათვის გასაგზავნ შეტყობინებაში დამატებით უნდა განიმარტოს მისი უფლებები.

5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობაზე, საბჭო საქმეს განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.

6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას საბჭოს სხდომაზე დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.

მუხლი 17. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

1. ზეპირი მოსმენისას სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენისას სხდომა დახურულია.

2. ზეპირი მოსმენისას სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, აგრეთვე ზეპირ მოსმენაზე მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

4. ზეპირი მოსმენისას სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარჯიმანს აფრთხილებენ ადმინისტრაციულ წარმოებაში განზრახ არასწორად თარგმნის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით (დანართი №1).

6. ზეპირი მოსმენისას წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში დაატოვებინოს მას სხდომა, რაც არ აბრკოლებს საბჭოს სხდომის წარმართვას.

7. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას უნდა ეპყრობოდნენ განსაკუთრებული ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს სხდომა წარიმართოს არასრულწლოვნისათვის გასაგები ფორმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

8. ზეპირ მოსმენაში მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა აზრის გამოსათქმელად გარკვეული დრო, რომლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს თავმჯდომარე.

9. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში სხდომა ზეპირი მოსმენით შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.

მუხლი 18. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

1. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

2. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა იმართება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა (შემდგომში ბიურო) და დაწესებულებას შორის პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირით.

3. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოთ საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

4. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის ორგანიზებას უზრუნველყოფს ის დაწესებულება, რომლიდანაც ხორციელდება ვიდეოკავშირი.

5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მოთავსებას ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

6. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენისას დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა, რის შესახებაც მსჯავრდებულისა და მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

7. დაწესებულებაში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას ესწრება მსჯავრდებული. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საკითხის განხილვისას არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის დასწრება სავალდებულოა. ბიუროში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას ესწრებიან  საბჭოს წევრები და საბჭოს აპარატის თანამშრომელი. მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას დაესწროს ან დაწესებულებაში ან ბიუროში, რის თაობაზეც საბჭოს უნდა აცნობოს წინასწარ.

8. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.

9. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენა ტარდება ამ წესის თანახმად.

10. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება, რომელშიც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, არ არის აღჭურვილი ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის ჩატარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, ზეპირი მოსმენა ტარდება ამ წესის მე-17 მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 19. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

1. ზეპირი მოსმენისას  საბჭოს აპარატის თანამშრომლის მიერ იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) საქმის წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა ზეპირი მოსმენა;

ბ) საბჭოს დასახელება;

გ) განხილვის დრო და ადგილი;

დ) თავმჯდომარის, საბჭოს დანარჩენი წევრებისა და ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარეების ვინაობა;

ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი შუამდგომლობის შინაარსი.

2. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და თავმჯდომარე.

3. ზეპირ მოსმენაში მონაწილე დამსწრე პირს აქვს ოქმზე შენიშვნის გაკეთების უფლება.

4. საბჭოს წევრი უფლებამოსილია განსხვავებული აზრი ასახოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში.

მუხლი 20. გადაწყვეტილების მიღება ზეპირ მოსმენაზე

1. ზეპირი მოსმენისას საბჭო:

ა) იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე  ჩატარებული მსჯავრდებულის საქმის განხილვის შედეგებს, მათ შორის, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით მის შეფასებას, ასევე სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) უსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე სხვა პირებს;

გ)მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (ამ წესის დანართები №2-№3).

მუხლი 21. ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვის თავისებურებანი

1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში.

2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.       

3. ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სხვებს შორის, ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, მათი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესებს და სხვ.

მუხლი 22. საბჭოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი

1. საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა საბჭოს სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

3. გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.

4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულებას და სააგენტოს.

5. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე და საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ პროგრამის გაგრძელება, იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულის მიერ სარეაბილიტაციო პროგრამის გაგრძელების თაობაზე.

6. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.

მუხლი 23. ხელახალი განხილვა

1. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. ამ შემთხვევაში საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

2. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

მუხლი 23. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში, მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.