„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017003
508
27/03/2020
ვებგვერდი, 27/03/2020
100110000.22.027.017003
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №508

2020 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებას (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016820) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროებითი წესი

1. ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ (შემდგომ – წესი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წევრების გარდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ – საბჭო) სათადარიგო შემადგენლობაშია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თითო წარმომადგენელი, რომლებიც საბჭოს შესაბამისი წევრების მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მონაწილეობენ საბჭოს სხდომაში.

2. საბჭოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, მსჯავრდებულის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ ყოველ 6 თვეში ერთხელ.

3. საბჭოს მიერ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, მსჯავრდებულის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ ყოველ 3 თვეში ერთხელ.

4. საბჭოს მიერ საქმის განხილვისას არ მოქმედებს წესის მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დებულებები.

5. თუ პატიმრობის კოდექსისა და წესის შესაბამისად, საქმე განხილული უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ასეთი განხილვა ტარდება ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით, წესის მე-18 მუხლის შესაბამისად, ამავე წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის შესახებ წერილობით ეცნობებათ და საქმის მასალები ეგზავნებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე. ეს ვადა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზეც ვრცელდება.

6. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, აგრეთვე მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გამოიცეს წერილობით, დასაბუთების გარეშე. ამ შემთხვევაში დასაბუთება უნდა გამოიცეს წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.

7. საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის შემდეგ. ის პირები, რომელთა მიმართაც ამ მუხლის ამოქმედებამდე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, უფლებამოსილნი არიან, შუამდგომლობით მიმართონ  საბჭოს ამ ვადის დაუცველად.

8. საბჭოების წარმოებაში არსებული საქმეთა რაოდენობის გათვალისწინებით, თუ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ვერ ხერხდება საბჭოს მიერ საქმის განხილვა წესის მე-3 მუხლით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, საბჭოს მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტა ტერიტორიული განსჯადობის დაუცველად განხორციელდება.

9. ეს მუხლი მოქმედებს 2020 წლის 1 აგვისტომდე.“.

მუხლი 2
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016820) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) 1 თანამშრომელი;“.

2.  მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა იმართება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა (შემდგომ – ბიურო)/სამსახურსა და დაწესებულებას შორის პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირი მოსმენის სხდომა, აგრეთვე, შესაძლებელია გაიმართოს თითოეული საბჭოს წევრის ადგილსამყოფელსა და დაწესებულებას შორის პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირით.

22. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია, უზრუნველყოს მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემის დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაწესებულებაში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას ესწრება მსჯავრდებული. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საკითხის განხილვისას არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის დასწრება სავალდებულოა. ბიუროში/სამსახურში ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას ესწრებიან საბჭოს წევრები და საბჭოს აპარატის თანამშრომელი. მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით ზეპირ მოსმენას დაესწროს დაწესებულებაში, ბიუროში/სამსახურში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, რის თაობაზეც წინასწარ უნდა აცნობოს საბჭოს.“.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი