„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017497
1011
08/07/2024
ვებგვერდი, 08/07/2024
100110000.22.027.017497
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1011

2024 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016820) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“;

 

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებამდე მოქმედებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტი, რომლითაც მოწესრიგებულია აღნიშნული საკითხი.“;

ე) 3 2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პენიტენციური კოდექსის 89-ე, 91-ე და 92-ე მუხლებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს.“;

ბ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პენიტენციური კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.

4. საბჭოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №18.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა

საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

დ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ე) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ვ) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის:

დ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის 1 მოსამსახურე (გარდა სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის, ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურისა);“;

დ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-9–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, ხოლო ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით – სპეციალური მომზადება ან/და სამუშაო გამოცდილება გენდერულ საკითხებზე და ქალი მსჯავრდებულის უფლებებთან დაკავშირებით.

 10. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პენიტენციურ კოდექსსა და ამ წესს.

11. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით.“;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ვ) გარდაცვალება;

ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

თ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

ი) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.“;

ვ) მე-7 მუხლის:

ვ.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ.“;

5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას.“;

ვ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-9 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობას, ახორციელებს სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომ – საბჭოს აპარატი).“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უფლებამოსილია სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).“;

თ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პენიტენციური კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.“;

ი) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.“;

კ) მე-18 მუხლის 2 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია, უზრუნველყოს მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემის დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ლ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.“;

მ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. საბჭოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი

1. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, გამოიცემა საბჭოს სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

2. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოცემისთანავე აღსასრულებლად ეგზავნება დაწესებულებას და სააგენტოს.

3. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ მსჯავრდებულს ეგზავნება დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოცემისთანავე, ხოლო დაწესებულებას და სააგენტოს აღსასრულებლად ეგზავნება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიის საბჭოსთვის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

4. საბჭოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.

5. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე და საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ პროგრამის გაგრძელება, იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულის მიერ სარეაბილიტაციო პროგრამის გაგრძელების თაობაზე.

6. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.

7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის და მისი გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას, აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აგრეთვე პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს.

9. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელის სახით – შინაპატიმრობით, დაწესებულებას დატოვებს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტიის ან სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზღვევის შესახებ სადაზღვევო პოლისის საბჭოსთვის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

10. თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში საბჭოს არ წარედგინა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტია, მსჯავრდებულის მიმართ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდება ძალადაკარგულად, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაწესებულებას და მსჯავრდებულს.“;

ნ) 23-ე მუხლი (ხელახალი განხილვა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. ხელახალი განხილვა

1. საბჭოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. ამ შემთხვევაში საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

2. სავალდებულოა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა, გარდა ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3. საბჭოს მიერ მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე შესაბამისი მსჯავრდებულის შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.“;

ო) 23-ე მუხლის (საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება) ნუმერაცია და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება“;

პ) №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე