ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016491
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
55
20/07/2018
ვებგვერდი, 23/07/2018
010250000.35.160.016491
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2018 - 08/02/2021)

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55

2018 წლის 20 ივლისი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა “პუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი განისაზღვროს 0,40 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ტარიფიდან 0.20 ლარი სუბსიდირებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ ბიუჯეტში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ტრანსპორტის მომსახურებაზე დახმარების გაწევის მიზნით.
მუხლი 3
დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივნისის №50 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ფარგლებში.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი