დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.160.016671 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №55 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 23/07/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016491) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1 პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი განისაზღვროს 0,50 ლარის ოდენობით. 1.2 მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M3 კატეგორია) შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით მიეცეს მუნიციპალიტეტს უფლება განახორციელოს შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ ნაწილობრივი სუბსიდირება.“. 1.3 მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ტარიფიდან უფასო ან/და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა ხორციელდება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები