დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.160.017020 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტისათვის“ ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 ივლისის №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/07/2018 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.160.016491) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 დადგენილების პირველი და 1 1 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფიდან უფასო ან/და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა ხორციელდება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების შესაბამისად.“; ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 31 დადგენილების პირველი, 11 და მე-3 მუხლიდან გამონაკლისის სახით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიიღოს გადაწყვეტილება სადღესასწაულო ან/და სპეციალურ (საერო გლოვა, უქმე დღეები, დღესასწაულები, ღონისძიებები) დღეებში უფასოდ მგზავრთა გადაადგილებაზე ან/და დადგენილი მარშრუტებისგან განსხვავებული, დროებითი მარშრუტის განსაზღვრაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები