გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020646
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
331
12/06/2018
ვებგვერდი, 15/06/2018
330090000.10.003.020646
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/06/2018 - 13/12/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №331

2018 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა)  გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);

ბ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის  გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №2);

გ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საბაზო არეალების მომსახურება სარეკომენდაციო/თემატური რუკები (დანართი №3);

დ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის სამთო მომსახურების საშუალებები სარეკომენდაციო/თემატური რუკები(დანართი №4).

მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი