გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021607
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
587
02/12/2019
ვებგვერდი, 02/12/2019
330090000.10.003.021607
გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/12/2019 - 07/06/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №587

2019 წლის 2 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია − ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2).

2. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3).

3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4).

4. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საბაზო არეალების მომსახურება

სარეკომენდაციო/თემატური რუკები (დანართი 5).

5. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის სამთო მომსახურების საშუალებები

სარეკომენდაციო/თემატური რუკები (დანართი 6).

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №331 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია