აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017556
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
97/ნ
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
430030000.22.022.017556
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/07/2018 - 30/06/2020)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №97/ნ

2018 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ვ“  ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი

 

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული

მუხლი 1. ტრენინგ-მოდულის მიზანი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის (შემდგომში – ტრენინგ-მოდული) მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას;

ბ) საკონტაქტო საათისააუდიტორო მეცადინეობებისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა;

გ) არასაკონტაქტო საათი ტრენინგ-მოდულის განხორციელების პროცესში მონაწილის  დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას,  საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას;

დ) ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელიორგანიზაცია ან პირი, რომელთანაც მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებს აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების ან/და აღმზრდელ-პედაგოგობის მსურველი პირებისთვის წინამდებარე ტრენინგ-მოდულის ჩატარების მიზნით.


მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი
ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფები არიან:

ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტით აღმზრდელ-პედაგოგის განათლებასთან დადგენილ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/ მეთოდისტად.


მუხლი 4. ტრენინგ-მოდულის აღწერა
1. ტრენინგ-მოდული შედგება 33  სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.  ტრენინგ-მოდული ჯამში მოიცავს 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათს. 

2. ტრენინგ-მოდულში  წარმოდგენილია თემები/აქტივობები, თითოეული თემის/აქტივობის მიზანი, აღწერა, განხორციელებისთვის საჭირო დრო და რესურსების ჩამონათვალი,  მონაწილის  შეფასების სისტემა. აღნიშნული სავალდებულოა ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულისთვის.

3. დამკვეთი მუნიციპალიტეტი,  ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციასთან ერთად წინასწარ განსაზღვრავს ტრენინგ-მოდულის განხორციელების განრიგს (დღეებისა  და სესიების განაწილებას).  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჯამური საკონტაქტო საათის დაცვა სავალდებულოა.

4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი  დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ხარისხიანი ტრენინგის ჩატარებისთვის  საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ჩამონათვალს. მონაწილეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ტრენინგ-მოდულით გათვალისწინებული საკითხავი ლიტერატურითა და სამუშაო ფურცლებით.


მუხლი 5. ტრენინგ-მოდულის განხორციელება
1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი  გეგმავს და დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ტრენინგ-მოდულის დეტალურ გეგმას.

2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ტრენინგ-მოდულის გეგმა ტრენინგის მიმწოდებლის მიერ თანხმდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. 

3. ტრენინგ-მოდულის განხორციელების ადგილი განისაზღვრება დამკვეთი მუნიციპალიტეტის მიერ.

4. ტრენინგ-მოდულის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთ, ორ, ისე სამ სესიად. აუცილებელია ტრენინგ-მოდულის განხორციელების დღეებს შორის დაცული იყოს პრაქტიკული დავალებების განხორციელებისთვის საჭირო გონივრული/შესაბამისი პერიოდი.

5. დაუშვებელია ერთი დღის ფარგლებში სამ სესიაზე მეტის ჩატარება.

6. თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 25.


მუხლი 6. მონაწილეთა შეფასების სისტემა
1. ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით.

2. ტრენინგ-მოდულის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა 100 ქულიდან, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


მუხლი 7. ტრენინგ-მოდულის შინაარსი
1. ტრენინგ მოდულის შინაარსი წარმოდგენილია დანართი №1-ით.

2. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა წარმოდგენილია დანართი №2-ით.

3. ტრენინგ-მოდული ითვალისწინებს ტესტის ჩატარებას მონაწილეებისათვის, რომელთა შინაარსს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

4. ტრენინგ-მოდულთან დაკავშირებულ საკითხავ მასალას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

5. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა სამუშაო რვეულის შინაარსს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.