სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016594
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47
18/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
120010000.22.026.016594
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/05/2018 - 13/12/2018)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №47

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში (შემდგომში – აქტიური სარეზერვო სამსახური) მისაღებ პირთა შერჩევის წესს (შემდგომში – შერჩევის წესი) და შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. შერჩევის წესი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) კანონის უზენაესობა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

დ) მიუკერძოებლობა, ღიაობა და გამჭვირვალობა;

ე) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა;

ვ) კომპეტენტურობა.

მუხლი 2

შერჩევის წესის მიზანია აქტიურ სარეზერვო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევა, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილების და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.

მუხლი 3

აქტიურ სარეზერვო სამსახრუში მისაღები პირების  ცალკეული კატეგორიების რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში, აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირები შეირჩევიან აღნიშნული  კატეგორიების მიხედვით.

მუხლი 4

1. აქტიურ სარეზერვო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად, საქართველო თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.mod.gov.ge) ცხადდება რეზერვისტთა მიღება.

2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, პიროვნული/საქმიანი თვისებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მუხლი 5

1. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღებამდე პირები გადიან შერჩევას.

2. სამინისტროში იქმნება კანდიდატთა შერჩევის კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისია აფასებს კანიდატის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

7. კანდიდატის შეფასების საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აქტიურ სარეზერვო სამსახურში პირის გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე.

8. კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები კანდიდატის შემოწმების პროცესში მონაწილეობისათვის.

მუხლი 6

1. კანდიდატმა კომისიას უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. კომისია უზრუნველყოფს განცხადების პირველად განხილვას და კანდიდატების შერჩევას.

3. კანდიდატის სპეციალურ შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი სამსახური/ქვედანაყოფი.

4. შეიარაღებული ძალების რეზერვში და ტერიტორიულ რეზერვში მისაღებად შერჩეულ კანდიდატს უტარდება:

ა) ფიზიკურ მომზადების დონის შემოწმება;

ბ) ფსიქოლოგიური შემოწმება;

გ) სამედიცინო შემოწმება;

დ) გასაუბრება.

5. სპეციალისტების რეზერვში მისაღებად შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ: 

ა) ფსიქოლოგიური შემოწმება;

ბ) სამედიცინო შემოწმება;

გ) გასაუბრება.

6. კომისიის გადაწყვეტილებით სპეციალისტების რეზერვში მისაღებ კანდიდატს შეიძლება ჩაუტარდეს პროფესიული ან ტექნიკური ცოდნის დონის შემოწმება.

მუხლი 7

1. განცხადების პირველადი გადარჩევა გულისხმობს, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის აქტიური რეზერვისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

2. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება გულისხმობს კანდიდატის მიერ დადგენილ ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებას.

3. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირების ფიზიკურ ნორმატივებს და მათ ჩაბარების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრვი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

4. ფსიქოლოგიური შემოწმება გულისხმობს კანდიდატის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმებას (აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს კლინიკურ გასაუბრებას, ინტელექტის საკვლევ ტესტს და პიროვნულ გასაუბრებას).

5. სამედიცინო შემოწმება გულისხმობს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.

6. გასაუბრება გულისხმობს კანდიდატის პროფესიული ცოდნის, კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრულ  საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას. 

7. ტექნიკური ცოდნის შეფასება გულისხმობს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემოწმებას პრაქტიკული დავალებების მეშვეობით.

მუხლი 8

1. შეიარაღებული ძალების რეზერვში მიიღება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი.

2. შეიარაღებული ძალების რეზერვში მისაღები კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დანართი №1-ის შესაბამისად.

3. შეიარაღებული ძალების რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს  იმ კანდიდატს:

ა) რომლის სამსახურიდან დათხოვნიდან გასულია უფრო ნაკლები დრო;

ბ) რომელსაც არ შესრულებია 45 წელი;

გ) რომელსაც აქვს შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა;

დ) რომელსაც აქვს სამხედრო წოდება რიგითიდან ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით; 

ე) რომელსაც არ აქვს ნამსახურები შეიარაღებული ძალების რეზერვში.

მუხლი 9

1. ტერიტორიულ რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში (თვითმმართველ ქალაქებში) რეგისტრირებული პირებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ტერიტორიულ რეზერვში მისაღები კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დანართი №1-ის შესაბამისად.

3. ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს  იმ კანდიდატს:

ა) რომელიც არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;

ბ) დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან; 

გ) რომელსაც არ შესრულებია 50 წელი;

დ) რომელსაც აქვს შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა;

ე) რომელსაც აქვს ნამსახურები შეიარაღებული ძალების რეზერვში;

ვ) რომელსაც აქვს სამხედრო წოდება რიგითიდან პოლკოვნიკის ჩათვლით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ტერიტორიულ რეზერვში მისაღებად დადგენილია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების კონკრეტული კატეგორია და რაოდენობა, მაშინ შერჩევის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ კანდიდატს, რომელიც ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებისას, გადალახავს შესაბამის ზღვარს და მიიღებს უკეთეს შედეგს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური ნორმატივის ჩაბარების შედეგად, თუ ვერ შეირჩა კანდიდატი, კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატის სამხედრო სამსახურისადმი მოტივაციის, ეფექტიანობის და პერსპექტიულობის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკდემიური  მოსწრების და საზოგადოებრივი აქტივობების მიხედვით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ  პირებზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ  პირები ტერიტორიულ რეზერვში ჩაირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით და დაინიშნებიან რიგითის თანამდებობაზე.

მუხლი 10

1. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სპეციალისტთა რეზერვში მისაღები კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დანართი №2-ის შესაბამისად.

3. სპეციალისტთა რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს  იმ კანდიდატს:

ა) რომელსაც არ შესრულებია 60 წელი;

ბ) რომელსაც აქვს სამოქალაქო სპეციალობით მუშაობის  მეტი გამოცდილება;

გ) რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური.

მუხლი 11

აქტიურ რეზერვში არ მიიღება პირი, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის;

ბ) იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა:

ბ.ა)  დისციპლინური გადაცდომისათვის;

ბ.ბ) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის;

გ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) იგი სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) იგი არის „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირი.

მუხლი 12

ამ წესის მე-7–მე-9 მუხლებით განსაზღვრული ორი ან მეტი პრიორიტეტის ერთობლივად არსებობის შემთხვევაში, კანდიდატის გამოცდილებისა და დამსახურების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

მუხლი 13

აქტიურ სარეზერვო სამსაურში მისაღებ კანდიდატს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ უფორმდება კონტრაქტი.



დანართი №1

 


მუხლი 1. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „I კლასის რიგითის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.       

სამხედრო წოდება

ძირითადი – I კლასის რიგითი.

 გამონაკლისის სახით – რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი.

 

2.       

სამხედრო განათლება

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) ან საბრძოლო მომზადების პროგრამა.

1. ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში მოთხოვნა არ ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

 2. ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.       

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

4 (ოთხი) წელი (მინიმალური ვადა).

1. ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში მოთხოვნა არ ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის 21 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

2. მოთხოვნა არ ვრცელდება პირებზე, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 2. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „კაპრალის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.       

სამხედრო წოდება

ძირითადი – კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი.

 გამონაკლისის სახით – რიგითი, I კლასის რიგითი, უმცროსი სერჟანტი.

 

2.     

სამხედრო განათლება

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) ან საბრძოლო მომზადების პროგრამა.

1. ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში მოთხოვნა არ ვრცელდება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

2. ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.       

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

5 (ხუთი) წელი (მინიმალური ვადა).

 1. ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში მოთხოვნა არ ვრცელდება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

2. მოთხოვნა არ ვრცელდება პირებზე, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 3. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „კაპრალ-სპეციალისტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.    

სამხედრო წოდება

ძირითადი – კაპრალ -სპეციალისტი, კაპრალი.

 გამონაკლისის სახით – რიგითი, I კლასის რიგითი, უმცროსი სერჟანტი.

 

2.  

სამხედრო განათლება

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ან საბრძოლო მომზადების პროგრამა.

1. ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში მოთხოვნა არ ვრცელდება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

2.ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.  

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

5 (ხუთი) წელი (მინიმალური ვადა).

1. ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში მოთხოვნა არ ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

2. მოთხოვნა არ ვრცელდება პირებზე, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 4. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „უმცროსი სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

სამხედრო წოდება

ძირითადი – უმცროსი სერჟანტი.

 გამონაკლისის სახით – კაპრალ-სპეციალისტი, კაპრალი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი.

 

2.    

სამხედრო განათლება

I დონე – სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლება.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით

3.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

6 (ექვსი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

 შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 5. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

 სამხედრო წოდება

ძირითადი – სერჟანტი.

 გამონაკლისის სახით – უმცროსი სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი.

 

2.  

სამხედრო განათლება

II დონე – სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლება.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით

3.  

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

7 (შვიდი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

 შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 6. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „უფროსი სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

სამხედრო წოდება

ძირითადი – უფროსი სერჟანტი.

გამონაკლისის სახით – სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, მთავარი სერჟანტი.

 

2.  

სამხედრო განათლება

III დონე – სერჟანტთა შუალედური სამხედრო განათლება.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

8 (რვა) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

 შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 7. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „მასტერ-სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

სამხედრო წოდება

ძირითადი – მასტერ-სერჟანტი.

 გამონაკლისის სახით – უფროსი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი.

 

2.  

სამხედრო განათლება

IV დონე – სერჟანტთა უმაღლესი სამხედრო განათლება.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

10 (ათი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

 შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 8. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „მთავარი სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.    

სამხედრო წოდება

ძირითადი – მთავარი სერჟანტი.

 გამონაკლისის სახით – მასტერ-სერჟანტი.

 

2.       

სამხედრო განათლება

 IV დონე – სერჟანტთა უმაღლესი სამხედრო განათლება.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

12 (თორმეტი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

 მუხლი 9. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „უფროსი ლეიტენანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

-  ასეულის მეთაურის მოადგილე;

-  ბატალიონის შტაბის ოფიცერი (თანაშემწე-ასისტენტი);

-  ოცეულის მეთაური;

-  საშტატო ნუსხით დადგენილი სხვა თანამდებობები.

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.   

სამხედრო წოდება

ძირითადად: – ლეიტენანტი ან უფროსი ლეიტენანტი.

გამონაკლისის სახით: – კაპიტანი.

 

2.  

 სამხედრო განათლება

ოფიცრის ძირითადი კურსი, შესაბამისი ან უფრო მაღალი დონის კურსი.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.    

სამოქალაქო განათლება

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

4.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

5 (ხუთი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 10. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „კაპიტნის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

- ასეულის მეთაური;

- ბატალიონის შტაბის ოფიცერი;

- საშტატო ნუსხით დადგენილი სხვა თანამდებობები.

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

სამხედრო წოდება

ძირითადად: კაპიტანი.

გამონაკლისის სახით: უფროსი ლეიტენანტი, მაიორი.

 

2.  

სამხედრო განათლება

ოფიცრის ძირითადი კურსი, შესაბამისი ან უფრო მაღალი დონის კურსი.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.    

სამოქალაქო განათლება

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

4.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

6 (ექვსი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

 მუხლი 11. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „მაიორის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

 - ბატალიონის შტაბის უფროსი;

- ბატალიონის S3;

- საშტატო ნუსხით დადგენილი სხვა თანამდებობები.

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

სამხედრო წოდება

სამხედრო წოდება      ძირითადად: მაიორი.

გამონაკლისის სახით: კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი.

 

2.  

სამხედრო განათლება

 კაპიტნის საკარიერო, შესაბამისი ან უფრო მაღალი დონის კურსი.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.    

სამოქალაქო განათლება

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

4.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

7 (შვიდი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

 შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 12. შეიარაღებული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „ვიცე-პოლკოვნიკის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

 - ბატალიონის მეთაური;

- საშტატო ნუსხით დადგენილი სხვა თანამდებობები.

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.  

სამხედრო წოდება

ძირითადი: – ვიცე-პოლკოვნიკი.

გამონაკლისის სახით: მაიორი, პოლკოვნიკი.

 

2.  

სამხედრო განათლება

 კაპიტნის საკარიერო, შესაბამისი ან უფრო მაღალი დონის კურსი.

ტერიტორიული რეზერვის ტერიტორიულ რაზმში დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ საომარ მოქმდებებში მიღებული გამოცდილებით.

3.  

სამოქალაქო განათლება

 ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

4.    

სამხედრო სამსახურის გამოცდილება (ნამსახურები წლები)

10 (ათი) წელი (მინიმალური ვადა).

 

 

შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახური.


 

 დანართი №2

 

 სპეციალისტების რეზერვის „რიგითი პოლკოვნიკის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მოთხოვნის სფერო

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

შენიშვნა

1.

სამხედრო წოდება

რიგითი პოლკოვნიკი.

 

2.

სამოქალაქო განათლება

განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისიის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო განათლების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატს აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები და მას შერჩეული სპეციალობით შესრულებული აქვს გარკვეული სამუშაო.

კიბერუსაფრთხების მიმართულებით სასურველია  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

 

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დამატებით საჭიროა შემდეგი საკითების ცოდნა/გამოცდილება

ა) ვებპროგრამირების ენების ცოდნა (მაგ., PHP, .Net და ა.შ.);

ბ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., MySQL,SQL,NoSQL და ა.შ.);

გ) ოპერაციულ სისტემებთან (Windows/UNIX)  მუშაობის გამოცდილება;

დ) ვებუსაფრთხოების სკანერების ცოდნა;

ე) ბრაუზერის უსაფრთხოების ჰედერების ცოდნა (OWASP Secure Headers);

ვ) Secure coding პრინციპების ცოდნა;

ზ) ვებპროქსი ხელსაწყოების ცოდნა (მაგ., Burp, ZAP,  Fiddler და ა.შ.);

ზ) OWASP Top 10 Application Security Risks – 2017 საბაზისო ცოდნა;

თ) Python ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

3.

სამუშაო  გამოცდილება    შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობით    

2 (ორი) წელი (მინიმალური ვადა).

აღნიშნული მოთხოვნა არის სასურველი.

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საჭიროა  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.