დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესის, კრიტერიუმებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017224 |
|
თავდაცვის კოდექსის 90-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №47 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1
აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში (შემდგომში – აქტიური რეზერვი) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის წესს და კრიტერიუმებს, ადგენს შესაბამისი თანამდებობისა და წოდებისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუხლი 2 1. აქტიურ რეზერვში თანამდებობის დასაკავებლად ტარდება პირთა რეკრუტირება. 2. აქტიურ რეზერვში თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა დარეგისტრირდეს საქართველო თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.mod.gov.ge). 3. რეგისტრირებული პირები გადიან შერჩევას, რომელსაც ახორციელებს შერჩევის კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია). 4. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები შეფასების პროცესში მონაწილეობისათვის. მუხლი 3 1. აქტიურ რეზერვში მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, პიროვნული/საქმიანი თვისებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს ამ წესის №1 ან №2 დანართით გათვალისწინებულ შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. აქტიურ რეზერვში მისაღებად ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ შერჩეულ პირს (შემდგომში – კანდიდატი) უტარდება: ა) სპეციალური შემოწმება, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი სამსახური/ქვედანაყოფი; ბ) სამედიცინო შემოწმება, რომელიც გულისხმობს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ, სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად. გ) გასაუბრება, რომელიც გულისხმობს კანდიდატის პროფესიული ცოდნის, კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას. 3. სპეციალისტთა რეზერვში მისაღებად კანდიდატს საჭიროების შემთხვევაში დამატებით უტარდება პროფესიული ან ტექნიკური ცოდნის დონის შემოწმება, რაც გულისხმობს ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემოწმებას პრაქტიკული დავალების/დავალებების მეშვეობით. 4. კანდიდატს, ფიზიკური მომზადების დონის დასადგენად უტარდება ტესტირება, რომლის შედეგები გავლენას არ ახდენს აქტიურ რეზერვში მიღებაზე და აქვს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობა პირის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ხოლო სპეციალისტთა რეზერვში მისაღები კანდიდატის შემთხვევაში, ასევე მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შედეგების გათვალისწინებით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აქტიური რეზერვის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 6. კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას კანდიდატის აქტიურ რეზერვში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. მუხლი 4 1. ტერიტორიულ რეზერვში უფლება აქვს იმსახუროს: ა) პირს, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური; ბ) პირს, რომელიც არ იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; გ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელსაც არ აქვს გავლილი სამხედრო სამსახური; დ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც არ აქვს გავლილი სამხედრო სამსახური; ე) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, გარდა ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა. 2. ტერიტორიულ რეზერვში მისაღები კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობრივ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. 3. ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს იმ კანდიდატს: ა) რომელიც არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ბ) რომელსაც არ შესრულებია 51 წელი; გ) რომელსაც აქვს შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა; დ) რომელმაც ტერიტორიულ რეზერვში იმსახურა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო. 4. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან რიგითიდან მთავარი სერჟანტის ჩათვლით და ლეიტენანტიდან მაიორის ჩათვლით სამხედრო წოდების მქონე პირები, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე პირთა მიღება დასაშვებია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით. 5. ტერიტორიულ რეზერვში მყოფ პირს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება ამ წესის №1 და №3 დანართებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. მუხლი 5 1. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, „თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ" მინისტრის 2024 წლის 5 აპრილის №45 ბრძანებით გათვალისწინებული სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად. 2. სპეციალისტთა რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს იმ კანდიდატს: ა) რომელსაც არ შესრულებია 51 წელი; ბ) რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალობით მუშაობის სხვა კანდიდატებზე მეტი გამოცდილება; გ) რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური; დ) სპეციალისტთა რეზერვში იმსახურა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო. 3. სპეციალისტთა რეზერვში მყოფ პირს მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭება ამ წესის №2 და №3 დანართებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. მუხლი 6 ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ორი ან მეტი პრიორიტეტის ერთობლივად არსებობის შემთხვევაში, კანდიდატის გამოცდილებისა და დამსახურების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია. მუხლი 7 1. აქტიურ რეზერვში არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ბ) იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის ან ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევისათვის, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; გ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; ზ) იგი არის თავდაცვის კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით განსაზღვრული პირი. 2. სამხედრო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებული პირი აქტიურ რეზერვში შეიძლება მიღებულ იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით. მუხლი 8 აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ უფორმდება კონტრაქტი. |
დანართი
№1
|
მუხლი 1. ტერიტორიული რეზერვის „I კლასის რიგითის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 2. ტერიტორიული რეზერვის „კაპრალის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 3. ტერიტორიული რეზერვის „კაპრალ-სპეციალისტის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 4. ტერიტორიული რეზერვის „უმცროსი სერჟანტის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 5. ტერიტორიული რეზერვის „სერჟანტის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 6. ტერიტორიული რეზერვის „უფროსი სერჟანტის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 7. ტერიტორიული რეზერვის „უფროსი ლეიტენანტის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვის „კაპიტნის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 9. ტერიტორიული რეზერვის „მაიორის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
დანართი №2
მუხლი 1. სპეციალისტთა რეზერვის „რიგითი – პოლკოვნიკის“ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დანართი №3
მუხლი 1. აქტიური რეზერვის „I კლასის რიგითის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 2. აქტიური რეზერვის „კაპრალის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 3. აქტიური რეზერვის „კაპრალ-სპეციალისტის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 4. აქტიური რეზერვის „უმცროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 5. აქტიური რეზერვის „სერჟანტის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 6. ტერიტორიული რეზერვის „უფროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 7. აქტიური რეზერვის „უფროსი ლეიტენანტის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 8. აქტიური რეზერვის „კაპიტნის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
მუხლი 9. აქტიური რეზერვის „მაიორის“ სამხედრო წოდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ბატალიონის შტაბის უფროსი; - ბატალიონის S3; - საშტატო ნუსხით დადგენილი სხვა თანამდებობები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური.
|
დოკუმენტის კომენტარები