დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016667 |
|
,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №47 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016594) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების: ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. პროფესიული ძალების რეზერვში და ტერიტორიულ რეზერვში მისაღებად შერჩეულ კანდიდატს უტარდება: ა) ფიზიკურ მომზადების დონის შემოწმება; ბ) ფსიქოლოგიური შემოწმება; გ) სამედიცინო შემოწმება; დ) გასაუბრება.”; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 1. პროფესიული ძალების რეზერვში მიიღება სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი. 2. პროფესიული ძალების რეზერვში მისაღები კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დანართი №1-ის შესაბამისად. 3. პროფესიული ძალების რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს იმ კანდიდატს: ა) რომლის სამსახურიდან დათხოვნიდან გასულია უფრო ნაკლები დრო; ბ) რომელსაც არ შესრულებია 45 წელი; გ) რომელსაც აქვს შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა; დ) რომელსაც აქვს სამხედრო წოდება რიგითიდან ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით; ე) რომელსაც არ აქვს ნამსახურები პროფესიული ძალების რეზერვში.“; გ) მე-9 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტის: გ.ა.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) რომელიც არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი;“; გ.ა.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) რომელსაც აქვს ნამსახურები პროფესიული ძალების რეზერვში;“; გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ტერიტორიულ რეზერვში მისაღებად დადგენილია „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების კონკრეტული კატეგორია და რაოდენობა, მაშინ შერჩევის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ კანდიდატს, რომელიც ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებისას, გადალახავს შესაბამის ზღვარს და მიიღებს უკეთეს შედეგს.“; დ) მე-11 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) იგი არის „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირი.“; ე) №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
დანართი №1
მუხლი 1. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „I კლასის რიგითის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 2. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „კაპრალის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 3. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „კაპრალ-სპეციალისტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 4. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „უმცროსი სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 5. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 6. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „უფროსი სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 7. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „მასტერ-სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 8. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „მთავარი სერჟანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 9. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „უფროსი ლეიტენანტის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 10. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „კაპიტნის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 11. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „მაიორის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. მუხლი 12. პროფესიული ძალების რეზერვის და ტერიტორიული რეზერვის „ვიცე-პოლკოვნიკის“ თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შენიშვნა: სამხედრო განათლების კრიტერიუმის სხვა დასახელების კურსებთან/პროგრამებთან თავსებადობას განსაზღვრავს სამინისტროს თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახური. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები