აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016276
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
24/04/2018
ვებგვერდი, 27/04/2018
010240020.32.057.016276
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/04/2018 - 25/09/2019)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №10

2018 წლის 24 აპრილი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 522 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამ­მხრი­ვი ტერიტორიული  კომისია.

2. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული  კომისიის დებულება, თანახმად დანართისა.

3. დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს სამმხრივი კომისიის სამდივნოს ჩამოყალიბება ამ დად­გენილების ამოქმედებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

4. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, მათ წარ­მო­მადგენლობით უფლებამოსილ პირებს  უზრუნველყონ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის უფლე­ბა­მოსილი წარმომადგენელი კომისიის წევრობისა და დანარჩენი  3-3 სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევა და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის წარდ­გენა, არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღისა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე



დანართი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი

ტერიტორიული კომისიის დ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამ­მხრივი ტერიტორიული კომისია (შემდგომში – სამ­მხრივი კომისია) არის სათათ­ბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდე­ბულია სამმხრივი კომისიის თავმჯ­დო­მარის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.

2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართვე­ლოს კონს­ტი­ტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებე­ბით, საქართველოს კა­ნო­ნებით, საქართველოს პარლამენტის დადგენი­ლებებით, საქართველოს პრეზი­დენ­ტის ბრძანებულებებითა და განკარ­გუ­ლებებით, საქართველოს მთავრობის დად­გენილებებითა და განკარ­გულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძა­ნებებით, ამ  დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.


მუხლი 2. სამმხრივი კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამ­საქმებელთა გა­ერ­თიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები

2. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 5 წევრი, რომლებიც შესაძ­ლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანი­ზა­ციების წარმო­მად­გენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყ­ვანის შესახებ გადაწყვე­ტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯ­დო­მარე.

3. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერ­თია­ნება, რომელიც სამმხრივი კომისიის მონაწილეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე.

4. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარ­მომად­გენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 4-4 წევრს.

5. სამმხრივ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სამმხრივი კომი­სიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის მინისტრი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

დ) სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექ­ტორი.

6. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა ორი წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგ­ე­ნ­ლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრუ­ლები­სათ­ვის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამ­საქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები უზ­რუნ­ველყოფენ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედე­გად შესაბამის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატურების ან/და დანარჩენი 4-4 წევრობის  კანდიდატურების შერ­ჩევას და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენას ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, არაუგვიანეს სამმხრივი კომისიის შესა­ბა­მისი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე.

8. სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის შესა­ბამისი მხა­რის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთ­ხვევაში სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სამ­მხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატს, რომლის შერჩევა ხდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, არაუგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

9. სამმხრივი კომისიის მხარის წარმომადგენლობითი უფლებამო­სილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამო­სილების  ნების­მიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი მხარის დაკომპ­ლექტებაში მონაწილე დასაქმებულთა ან დამ­საქ­მებელთა გაერთიანებები მართავენ შიდა კონსულტაციებსა და ახორ­ცი­ე­ლებენ სხვა კანონიერ პროცედურებს სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატის – შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსი­ლების მქონე პირის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით შერჩევისა და ამ პირის მეშვეობით შესაბამისი კანდიდატურის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარსადგენად, როგორც წესი, არა უგვიანეს სამ­მხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენ­ლობითი უფლებამოსილების მქონე პირის, როგორც სამმხრივი კომისიის წევრის, უფლებამოსილების შეწყვე­ტი­დან 30 კალენდარული დღის ვადაში.

10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის/მინისტრის/სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყ­ვე­ტის შემთხვევაში შესაბამისი სამინისტროს ახალი მინისტრი, სააგენტოს ახალი დირექტორი ავტომატურად ხდება სამმხრივი კომისიის წევრი.

11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფ­ლე­ბა­მოსილების შეწყვეტა იწვევს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის უფლე­ბამო­სილების შეწყვეტას. მთავრობის ახალი თავმჯდომარე ავტომატურად ხდება სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.


მუხლი 3. სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები
სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;

გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;

დ) ინფორმირებულობა;

ე) ვალდებულებათა შესრულება;

ვ) ტრიპარტიზმი;

ზ) კონსენსუსი.


მუხლი 4. სამმხრივი კომისიის ფუნქციები
სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოციალური პარტნიორობის განვი­თარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;

ბ) შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხ­ზე წინადა­დებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.;

გ) კონკრეტული პრობლემების განხილვა, რომელსაც წამოჭრის რომელიმე მხარე და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.


მუხლი 5. სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები
თავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები;

ბ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპე­ტენ­ციი­სათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოით­ხოვოს აღმას­რულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა დაწესებულებე­ბისაგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები, ინფორმაცია;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს  კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესა­მუშავებლად მოიწ­ვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესა­ბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;

ე) შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადა­დებები მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.


მუხლი 6. სამმხრივი კომისიის საქმიანობის წესი
1. სამმხრივი კომისია, როგორც წესი, იკრიბება კალენ­დარული წლის გან­მავ­ლობაში კვარტალში ერთხელ. ამასთან, შესაძლებელია მოწ­ვე­ულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რის თაო­ბაზეც გადაწყვეტილება მიიღება სამმხრივი კომისიის მხა­რეე­ბის ხმათა 2/3-ით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, წე­ლი­წადში ერთხელ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს რიგ­გარეშე სხდო­მა. რიგგარეშე სხდომა მოიწ­ვევა, როგორც წესი, სამმხრივი კომისიის სამდივნოსათვის სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის მიერ მიმართ­ვიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

2. სამმხრივი კომისიის სხდომები წარიმართება სამმხრივი კომი­სი­ის მხარეთა მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

3. სამმხრივი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება თითო­ეული მხარის არანაკლებ ორი წევრისა და დამსწრეთა შორის არიან დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა და დასაქმებულთა გაერთიანე­ბების მხარის წარმომად­გენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. ამასთან, როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა, ისე დასაქ­მე­ბუ­ლთა გაერთიანებების მხარის შემთხვევაში, სამმხრივი კომისიის სხდო­მას უნდა ესწრებოდეს შესაბამისი მხარის შემად­გენ­ლო­ბაში შემავა­ლი ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრი მაინც.

4. სამმხრივი კომისიის სხდომაზე ცალკეული საკითხის შესწავლის შუამდ­გომლობას აყენებს ერთ-ერთი მხარე. სამმხრივი კომისიის მხარეთა 2/3-ის თანხ­მო­ბის შემთხვევაში, სამმხრივი კომისია ვალდებუ­ლია, შე­ის­­წავ­ლოს აღნიშნული საკითხი.

5. სამმხრივ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითო­ეული მხარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მხარის სამ­მხრივი კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ამასთან, მხარის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი მხარის წარმომად­გენლობითი უფლებამოსი­ლების მქონე პირის ხმა.

6. სამმხრივი კომისია შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველ­წლიურ ანგარიშს განსახილველად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობას.

7. სამმხრივი კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში ან აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. შესაბამისად,  სამმხრივი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ის უწყება, რომლის ადმინისტრაციულ შენობაშიც ხდება სამმხრივი კომისიის შეხ­ვედ­რის გამართვა. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, სამმხრივი კომისიის შეხვედრები შესაძლოა გაიმართოს სხვა ადგილას, რომელთა ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნ­ველ­ყოფას სამმხრივი კომისიის სამდივნოსთან ერთად ახორციელებს სამმხრივი კომისიის ის მხარე, რომლის ინიციატივითაც ხდება სამმხრივი კომისიის სხდომის სხვა ადგილას გამართვა. 

8. სამმხრივ კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციონირებაზე პასუ­ხისმ­გებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. სამმხრივი კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს სამმხ­რივი კომი­სიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს (შეხვედრების ორ­გა­ნიზება, ოქმე­ბის წარმოება, ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვე­ვა, სხდომის მასალებით უზრუნ­ველ­ყოფა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა).

10. სამმხრივ კომისიას შეუძლია საკითხის შესწავლის მიზნით, თავისი გადაწყ­ვეტილებით შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, კომპეტენცია და საქმიანობის პერიოდი. სამუშაო ჯგუფი იქმნება პარიტეტულ საწყისებზე.


მუხლი 7. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
1. სამმხრივი კომისიის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს სამ­მხრივი კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის ან სხვა გამონაკლის შემ­თხვევაში - სამ­მხრივი კომისიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მხარის ერთ-ერთი წევრი, როგორც წესი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2. სამმხრივი კომისიის სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს სამმხრივი კომისიის წევრებს სამმხრივი კომისიის სხდო­მის გახსნისა და დახურვის შესახებ;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ დებულების მოთხოვნათა დაცვას;

დ) აძლევს სიტყვას სამმხრივი კომისიის წევრებსა და მოწვეულ პი­რებს;

ე) აყენებს კენჭისყრაზე საკითხს და აცხადებს მის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სამმხრივი კომისიის სხდომის ოქმს და საოქმო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვა­ლეობებს.


მუხლი 8. სამმხრივი კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
1. სამმხრივი კომისიის წევრობა ნებაყოფლობითია.

2. სამმხრივი კომისიის წევრი კეთილსინდისიერად და ანაზღა­უ­რების გარეშე ეწევა სამმხრივი კომისიის წევრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

3. სამმხრივი კომისიის წევრი იღებს ყველა ზომას, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამმხრივი კომისიის სხდომებში. ამასთან, სამმხ­რივი კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სამმხრივი კომისიის სხდომებში მონაწი­ლეობის უფლების სხვა პირზე დელეგი­რება.

4. სამმხრივი კომისიის წევრს, გარდა სამმხრივი კომისიის თავმ­ჯდომარისა, შეუძლია მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლება­მოსი­ლე­ბა:

ა) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მი­მართვის გზით, თუ სამმხრივი კომისიის ეს წევრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის მხარის შემადგენლობაშია;

ბ) სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმარ­თვის გზით, თუ კომისიის ეს წევრი არის დამსაქმებელთა გაერთიანებე­ბის ან დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი;

გ) დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთია­ნებე­ბის იმავე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე წერი­ლო­ბითი მიმართვის გზით, რომელი მხარის შემადგენ­ლობაშიც ის არის წარმოდ­გე­ნილი.

5. სამმხრივი კომისიის წევრს კომისიის წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეუწყდეს უფლებამოსილება:

ა) საქმიანობის იმ სფეროს შეცვლის გამო რომელ მხარესაც ის წარმოადგენს;

ბ) კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში.

6. სამმხრივი კომისიის წევრი უფლებამოსილია სხდომის მიმდინა­რეობის პროცესში მოითხოვოს სიტყვა, დააყენოს განსახილველი საკით­ხი, მიიღოს მონაწი­ლეობა განხილვებსა და კენჭისყრაში, გაეცნოს სამმხ­რივი კომისიის მიერ განსახილ­ველ საკითხებზე მოძიებულ მასალებს (შესაბამის შემთხვევაში მათი კონფი­დენ­ციალობის დაცვით), შეითანხ­მოს და მოაწეროს ხელი სამმხრივი კომისიის სხდო­მათა ოქმებს და განა­ხორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფ­ლება-მო­ვა­ლეობები.    


მუხლი 9. სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის წევრების საქმიანობის ანაზღაურება
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრის, კომისიის სამ­დივ­ნოსა და სამუშაო ჯგუფების წევრების მიერ ამ დებულებით გათვა­ლის­წინებული საქმიანობა არ ანაზღაურდება.