დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.057.016319 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის №10 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ. გვერდი, 27/04/2018; სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016276) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, მათ წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირებს უზრუნველყონ შიდა კონსულტაციებისა და სხვა კანონიერი პროცედურების შედეგად სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის წევრობისა და დანარჩენი 4-4 სამმხრივი კომისიის წევრობის კანდიდატურების შერჩევა და სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენა, არაუგვიანეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღისა.”; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სამმხრივ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი /მინისტრის მოადგილე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი/ მინისტრის მოადგილე; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი/მინისტრის მოადგილე; დ) სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორი/დირექტორის მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები