დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 20/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380090000.68.080.016001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/04/2018 - 11/05/2018)
|
სსიპ –
წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4–
მე-8 მუხლების, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს სსიპ –
წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1 ). 2. დამტკიცდეს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3). 4.დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სსიპ –
წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმი) შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. მუხლი 2. ოქმის ფორმების აღრიცხვა/შენახვა და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა 1. ოქმის ფორმები ინახება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად, ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი). 2. ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის. 4. ოქმის ფორმა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. პასუხისმგებელი პირი ოქმის გადაცემას აღრიცხავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი 1. ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში - აღრიცხვის ჟურნალი). 2. აღრიცხვის ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაცემა უნდა აღირიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში. 4. აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 5. აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. აღრიცხვის ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი აღრიცხვის ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში ყველა ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს საერთო რაოდენობის შესახებ. 9. აღრიცხვის ჟურნალი ინახება მისი წარმოებისათვის პასუხისმგებელ პირთან. 10. აღრიცხვის ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 11. დაუშვებელია აღრიცხვის ჟურნალისა და მასში არსებული მონაცემების გადაცემა მესამე პირთათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 4. ოქმის შევსება 1. ოქმები ივსება ლურჯი ან შავი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები აბარებს პასუხისმგებელ პირს. 2. ოქმში შეიტანება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემები. 3. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი (დედანი) გადაეცემა შესაბამისად შემოწმებულ რეგულირების ობიექტს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მე-2 ეგზემპლიარი იგზავნება სასამართლოში. 4. შევსებული ოქმის შესახებ ინფორმაცია პასუხისმგებელ პირს - შეაქვს აღრიცხვის ჟურნალში, სადაც ასევე მიეთითება ოქმის ბლანკის ნომერი. მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ექსკლუზიური ნომერი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი №2 |
სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა
|
![]()
|
დანართი №3
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|
სალიცენზიო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა
|
აქტი № „___“ „___________“ 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
ოქმის შემდგენელი პირი _________________________________
ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი _________________________________ . |
უკან დაბრუნება 




დოკუმენტის კომენტარები