„სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 18/02/2022
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 380090000.76.089.016003
11
18/02/2022
ვებგვერდი, 21/02/2022
380090000.76.089.016003
„სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1  ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 23/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 380090000.68.080.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 – მე-8  მუხლების, საქართველოს მთავრობის  2018  წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2018 წლის  04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. დამტკიცდეს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  (დანართი №2).

3. დამტკიცდეს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა  (დანართი №3).

4. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი  №4).“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმი) შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელინანა ზამთარაძე