„სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 380090000.68.080.016003
3
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
380090000.68.080.016003
„სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო
 
წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №3

2018 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ    წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“   სსიპ   წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის  2018 წლის  20  აპრილის  №1  ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 23/04/2018,    სარეგისტრაციო კოდი: 380090000.68.080.016001)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული  დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ –   წიაღის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  შენახვის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”.

2. ბრძანებით დამტკიცებული   დანართი №1-ის   მე-4 მუხლის   მე-3 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის   ერთი ეგზემპლარი გადაეცემა    რეგულირების ობიექტს, რაზედაც  ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო მეორე ეგზემპლარი (დედანი)  იგზავნება სასამართლოში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსიმაია ზავრაშვილი