ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016348
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
04/04/2018
ვებგვერდი, 13/04/2018
010250050.35.113.016348
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/04/2018 - 09/01/2019)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2018 წლის 4 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 151-ე  მუხლის მესამე ნაწილის და 2093 მუხლის  საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ოქტომბრის №51 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.171.016100).
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური  ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესი

მუხლი 1
წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 151-ე  მუხლის მესამე ნაწილის, 2093 მუხლის საფუძველზე და ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ჰყავთ  ძაღლი ან/და კატა.
მუხლი 2
აკრძალულია ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე (მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში) ძაღლის  საბმელის ან ალიკაპის გარეშე  ყოლა.
მუხლი 3
ძაღლის ან/და კატის  მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:

ა) ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;

ბ) არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ,   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;

გ) არ დაუშვას  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.

მუხლი 4
ძაღლის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   ძაღლი   გაუშვას   ალიკაპით   ან   საბმელით.   ძაღლის   სეირნობისას    უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის  ცოფზე აცრა.
მუხლი 5
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის და 151-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6
ამ  წესით  განსაზღვრულ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ის დაფიქსირების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი შესაბამის დოკუმენტაციას (მესაკუთრის/მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი, მესაკუთრის/მფლობელის მიერ წერილობითი დადასტურება შინაური ცხოველის მის საკუთრებაში/მფლობელობაში ყოფნის შესახებ, სამართალდარღვევის ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და ა.შ.) წარუდგენს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 7
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება (განყოფილების საჯარო მოხელეები), რომელიც უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი, შემდგომი რეაგირებისთვის დაუყონებლივ ეგზავნება უფლებამოსილ  ორგანოს.