,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 აპრილის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 აპრილის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016386
6
09/01/2019
ვებგვერდი, 11/01/2019
010250050.35.113.016386
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 აპრილის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2019 წლის 9 იანვარი

ქ. ოზურგეთი

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 აპრილის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 აპრილის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 151-ე  მუხლის მესამე ნაწილის და 209​3 მუხლის  საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 151-ე  მუხლის მესამე ნაწილის, 209​3 მუხლის საფუძველზე და ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ჰყავთ  ძაღლი ან/და კატა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია